გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, ბირმინგემის კოლეჯთან ერთად, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის მსურველებს სთავაზობს ქართულ-ბრიტანულ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას - საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება.

საერთაშორისო პროგრამა ორიენტირებულია საზოგადოების ფართო მასებზე და მთლიანად მორგებულია საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას.

სწავლის ღირებულებაა წელიწადში 5000 ლარი.

ამდენად, პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, მომავალ მაგისტრებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო განათლება საქართველოში.

პროგრამის სწავლების ენაა ქართული/ინგლისური.

ერთობლივი პროგრამა ხორციელდება გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისა და კოვენტრის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ.

სწავლის დასრულების შემდეგ, სტუდენტები აიღებენ მაგისტრის ერთობლივ საერთაშორისო დიპლომს და მიენიჭებათ საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

ლალი ჩაგელიშვილი
ტელ: 2 66 15 12 (+ 125); (599) 27 44 43 (მობ)
ელ. ფოსტა: lali.chagelishvili@gttu.edu.ge; lali-17@hotmail.com

ინგა დიაკონიძე
ტელ: 2 66 15 12 (+149); (577) 18 77 88 (მობ)
ელ ფოსტა: inga.diakonidze@gttu.edu.ge; ingadiakonidze@yahoo.com