კურსდამთავრებულები და მეგობრები

ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი

ფარმსახლი,  კომერციული დირექტორი

 

2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.

ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე  მარკეტინგის ფაკულტეტი.

მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.

GTUNI   ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.

გირჩევთ,  ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ  ამ უნივერსიტეტის  სახელი.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ფუნქციაა, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო საქმიანობას, უზრუნველყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონე, ახალი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ცოდნის ინოვაციური ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩაბმა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, ხელი შეუწყოს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და გაფართოება-განმტკიცებას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ბიზნეს სტრუქტურებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორთან, შეიმუშაოს წინადადებები და კონკრეტული რეკომენდაციები უწყვეტი განათლების, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ეფექტიანი სისტემის, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას გაუმჯობესების მიზნით.