შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი" იმ მდიდარი ტრადიციების გამგრძელებელია, რომელსაც, თავის დროზე, უმაღლესი სასწავლებლის დამაარსებელმა, პროფესორმა გურამ თავართქილაძემ, ჩაუყარა საფუძველი და ჩვენი უნივერსიტეტიც დღემდე ამ პრინციპების ერთგული რჩება.

უნივერსიტეტი მოწოდებულია, დააკმაყოფილოს სტუდენტების მოთხოვნილება შრომის ბაზარზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიან განათლებაზე.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფილია სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობისათვის აუცილებელი რესურსებით. სამეცნიერო ლიტერატურა, სახელმძღვანელოები და სალექციო კურსები სრულად მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებულ შინაარსს. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არის მდიდარი წიგნადი ფონდი. სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ელექტრონული ბიბლიოთეკითა და ლექციების DVD ვერსიებით. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის საჭირო ლიტერატურის მოძიების შესაძლებლობას აძლევს.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოიცავს უახლესი ნორმატივების მიხედვით აღჭურვილ აუდიტორიებს, რადიო და ტელე ლაბორატორიებს, იმიტირებულ სასამართლო დარბაზს, კაბინეტებსა და სააქტო დარბაზს. აუდიტორიებში განლაგებულია თანამედროვე დიზაინით შესრულებული მერხები, სალექციო და სემინარული მუშაობისათვის საჭირო თვალსაჩინოება, მედიაპროექტორები. კომპიუტერული ცენტრი აღჭურვილია უახლესი მოდელის კომპიუტერებით. ბიბლიოთეკასა და კომპიუტერულ ცენტრში განლაგებული ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერები ხელმისაწვდომია ნებისმიერი სტუდენტისათვის.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილება, რომელიც მუშაობს სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირების საკითხებზე.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურა და შინაგანაწესი ჰარმონიულად ერწყმის სტუდენტთა და შრომის ბაზარზე მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიან განათლებაზე დომინირებულ თანამედროვე მოთხოვნებს.

სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ისინი მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის ჩამოყალიბების, აკადემიური პროცესების მონიტორინგისა და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების მართვაში. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა მოწოდებულია დაიცვას სტუდენტთა უფლებები, ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოს თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების პირობები და ხელი შეუწყოს სტუდენტთა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.

მუშაობისა და დასვენების ჯეროვანი პირობების შესაქმნელად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტ-ჟურნალისტთა კლუბი "რეპორტიორი", ლიტერატურული კლუბი, სტუდენტური კაფე, ინტელექტუალთა კლუბი და სპორტული მოედანი.


ჩვენი მისამართია: 0101, თბილისი, სამღერეთის ქ. 5

ტელ: 2 661 512; 2 246 590; 2 246 591

ელ. ფოსტა: info@gtuni.edu.ge

ვებ გვერდი: www.gtuni.edu.ge