აკადემიური საბჭო გთსუ–ის მართვის ორგანოა, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს „განათლების შესახებ“ კანონი. აკადემიური საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი სასწავლებლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო კვლევით პროგრამებს; თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს და ახორციელებს სასწავლო დაწესებულების მართვის სხვა ფუნქციებს.


აკადემიური საბჭოს წევრები

  1. გიორგი მათიაშვილი - (საბჭოს თავმჯდომარე) სრული პროფესორი;
  2. მაია უკლება - სრული პროფესორი;
  3. გელა ალადაშვილი – სრული პროფესორი;
  4. შენგელი ფიცხელაური - სრული პროფესორი;
  5. თემურ ჟღენტი - სრული პროფესორი;
  6. სოფიკო თევდორაძე - ასოცირებული პროფესორი; აკადემიური საბჭოს მდივანი (ხმის უფლების გარეშე).