რა არის კრედიტი

კრედიტი წარმოადგენს სტუდენტის დატვირთვის საზომ ერთეულს. კრედიტი პირობითი ერთეულია იგი გამოხატავს საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს, რომლებიც სტუდენტს ამა თუ იმ კურსის/მოდულის/პროგრამის ასათვისებლად, შესაბამისი სწავლის შედეგების მისაღწევად სჭირდება.

სტუდენტის დატვირთვა, ECTS–ის მიხედვით, არის დრო, რომელიც სჭირდება ისეთი სასწავლო საქმიანობის განხორციელებას, როგორიცაა: ლექციები, სემინარები, პრაქტიკუმები, ლაბორატორიული სამუშაოები, სემინარის, შუალედური თუ საბოლოო გამოცდისთვის მზადება, რეფერატის, თარგმანის, პროექტის, პრეზენტაციის მომზადება, საწარმოო პრაქტიკა, საბაკალავრო, სამაგისტრო ნაშრომის შესრულება და სხვ.

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტების რაოდენობა:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 240 კრედიტისა. ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს, რომელიც მოიცავს როგორც ე.წ. საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ მუშაობას.

მაგისტრატურის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტების რაოდენობა:

მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი.

ECTS სახელმძღვანელო