მისია:

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს მისიაა ტრანსფორმაციული და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს განვითარება, რომელიც კვლევებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საშუალებით მოამზადებს ინოვაციურად მოაზროვნე, პასუხისმგებლიან მოქალაქეებს, რომლებიც შეძლებენ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებას და საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

ხედვა:

ჯიუ-ს ხედვაა იყოს ისეთი უნივერსიტეტი, რომელსაც ექნება თანამედროვე საგანამნათლებლო გარემო, ადგილობრივი და უცხოელი აკადემიური პერსონალის ძლიერი გუნდით, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების ინდივიდუალური პოტენციალის განვითარებას და შესძენს კურსდამთავრებულებს ისეთ ცოდნასა და უნარებს, რაც უზრუნველყოფს მათ მაღალ კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

ღირებულებები:

აკადემიური განვითარება: ჩვენ ხელს ვუწყობთ საგანმანათლებლო პროცესის,
სწავლების და კვლევის უწყვეტ გაუმჯობესებას.

ინკლუზიურობა: ჩვენ ვაღიარებთ მრავალფეროვნებას და ვცდილობთ შევქმნათ გარემო,სადაც ყველას ხმა ისმის და ყველას ხმას პატივს სცემენ.

აკადემიური თავისუფლება და კეთილსინდისირება: ჩვენ ვიცავთ ეთიკურ სტანდარტებს და ხელს ვუწყობთ აკადემიურ პატიოსნებას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას ჩვენს ყველა ქმედებაში.

ინოვაციურობა: ჩვენ ხელს ვუწყობთ კრეატიულობას და ვიღებთ ახალ იდეებს, რომლებიც პროგრესს იწვევს და რეალურ გამოწვევებს უმკლავდება.

თანამშრომლობა: ჩვენ გვჯერა გუნდური მუშაობისა და პარტნიორობის ძალის, სწავლების, კვლევისა და საზოგადოების (მათ შორის უმცირესობების) ჩართულობის გასაუმჯობესებლად.

საერთაშორისო თანამშრომლობა: ჩვენ ვამზადებთ სტუდენტებს, რომ იყვნენ პასუხისმგებელი გლობალური მოქალაქეები, რომლებიც ვალდებულნი არიან დადებითი გავლენა მოახდინონ გლობალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე.

უწყვეტი სწავლა: ჩვენ ხელს ვუწყობთ უწყვეტი პიროვნული და პროფესიული ზრდის კულტურას ჩვენი საზოგადოების ყველა წევრის ძირითადი ღირებულებების გათვალისწინებით.