საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური); არჩევითი-სავალდებულო საგნებიდან ერთერთი (ან გეოგრაფია, ან ისტორია ან მათემატიკა) შედეგების საფუძველზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 52).
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია შიდა მობილობის ან მობილობის წესით, კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ (შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრში), მოქმედი კანონმდებლობის და სასწავლო უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების დაცვის შესასაბამისად.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები
პროგრამის მიზნებია სტუდენტს:
1. გააცნოს ბიზნესის ადმინინსტრირების თეორიულ-მეთოდოლოგიური და მეცნიერული საფუძვლები, მისცეს ფართო ცოდნა მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ფინანსების მიმართულებით, ინოვაციური მიდგომების, მეწარმული აზროვნებისა და მენეჯერული უნარების ჩამოყალიბებისათვის;
2. შესძინოს და ჩამოუყალიბოს სტუდენტს ანალიზის, კონკურენტული სტრატეგიების კონსტრუირების უნარები, ბიზნეს პროექტებისა და მცირემასშტაბიანი კვლევების განხორციელების პრაქტიკული უნარები ბიზნესის ადმინისტრირების სფეროებში (მარკეტინგი, მენეჯმენტი და ფინანსები)
3. საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით გამოუმუშაოს მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ფინანსების სფეროში ბიზნეს მონაცემთა მოძიების, იდენტიფიცირების, დამუშავების და მათ საფუძველზე პრობლემის განსაზღვის, გაანალიზების და მათი გადაჭრის გზების დასხვის უნარი.
4. განუვითაროს ბიზნესის სფეროს პროფესიულ წრეებში ეფექტური კომუნიკაციის, უნარი, როგორც მშობლიურ, ასევე უცხო ენაზე.
5. ჩამოუყალიბოს სიახლეების მიდევნების და საკუთარი სწავლების მუდმივი სრულყოფის, გუნდში პროფესიული სუბორდინაციის/ადაპტაციის, ბიზნესის მორალური, ეთიკური ნორმებისა, ეროვნული ღირებულებების და კორპორატიულ კულტურის დაცვის უნარი.
საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
ცოდნა და გაცნობიერება
1. განმარტავს ბიზნესის ადმინისტრირების და მეწარმეობის თეორიულ - მეთოდოლოგიური საფუძვლებს, ბიზნესის თანამედროვე ტენდენციებს, ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე პროცესებზე მოქმედ ფაქტორებს.
2. აღწერს ბიზნესზე მოქმედ გარემოს, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, მარკეტინგის და მენეჯმენტის ფუნდამეტურ ცნებებს და პრინციპებს,
3. განასხვავებს ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის ძირითად პრინციპებს, მათი მართვის თავისებურებებს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში არსებულ ეკონომიკურ, საფინანსო, მარკეტნგული და ადამიანური რესურსების მართვის ინსტრუმენტებს და მახასიათებლებს.
უნარი:
4. მისი კომპეტენციი სფარგლებში შეიმუშავებს ბიზნეს იდეას/პროეტს და განსაზღვრავს ბიზნეს პროექტის, გეგმის შემადგენლებს, ბიზნეს პროექტის, რისკების სახეებს, მათი მართვის სტრუქტურას, ბიზნეს იდეის, პროქტის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო რესურსებს, კონკურენტულ ბაზარზე კომპანიის ქცევის პარამეტრებს, მარკეტინგული გეგმის(პროგრამის) ინსტრუმენტებსა და შემადგენლებს, კომპანიის ოპერაციულ სტრატეგიებს;
5. მათემატიკურ–სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, აანალიზებს ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივ მახასიათებლებს, მონაცემებს, ბიზნესისა და მეწარმეობის თანამედროვე მიდგომებს ბიზნეს გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე საგადასახადო, საფინანსო და ადამიანურ რესურსების მართვის პოლიტიკას და აყალიბებს სათანადო დასკვნებს;
6. იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ბიზნეს პროექტების და პროცესების მართვისთვის, ამყარებს როგორც ზეპირ, ასევე წერილობით კომუნიკაციას ბიზნესის მართვის საკითხებზე მშობლიურ და უცხო ენაზე დაინტერესებულ მხარეებთან;
კონცენტრაცია მარკეტინგი
ცოდნა და გაცნობიერება
განმარტავს მარკეტინგული საქმიანობის ძირითად პრინციპებს, მარკეტინგული კვლევის მეთდებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის თავისებურებებს, ბრენდინგისს ძირითად შემადგენლებს, გაყიდვების განმასხვავებელ მახასიათებლებს და საერთაშორისო მარკეტინგის უახლეს კონცეფციებს;
უნარები
აანალიზებს მარკეტინგული კლვევის შედეგებს, საერთაშორისო მარკეტინგულ სტანდარტებს, გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებებს, საზოგადოების ურთიერთობის ინსტრუმენტებს და თანამედროვე მიდგომებს. ბრენდისა და საქონლის პოზიციონირების ეფექტურ ფორმებს,
კონცენტრაცია მენეჯმენტი
ცოდნა და გაცნობიერება
განმარტავს ორგანიზაციულ მართვასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად პრინციპებს, ორგანიზაციული ქცევის ძირითად მახასიათებლებს,, ინოვაციური მართვის თანამედროვე მიდგომებს. საერთაშორისო მართვის თავისებურებებებს და უახლეს ტენდენციებს, კორპორაციული მართვის თეორიულ ასპექტებსა და ინსტრუმენტებს;
უნარები
აანალიზებს ინოვაციური მართვის შედეგებს, ორგანიზაციული ქცევის ეფექტურ მიდგომებს, საერთაშორისო მენეჯმენტის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, კრპორაციული მართვის თავისებურებებს, და აკეთებს დასკვნებს მისი კომპეტენციის ფარგლებში.
კონცენტრაცია ფინანსები
ცოდნა და გაცნობიერება
განმარტავს თანამედროვე საფინანსო–საბანკო სისტემების მოდელებს, საერთაშორისო საფინანსო ურთიერთობათა თვისებებს, საინვესტიციო გარემოს შეფასების მეთოდურ ინსტრუმენტებს, საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიან გზებს.
უნარები
აანალიზებს საბანკო და ფინანსური ინსტრუმენტების თანამედროვე მიდგომებს ბიზნეს გეგმის შემუშავებისთვის, საინვესტიციო და ფინანსური გადაწვეტილებების მიღების ხერხებს. ფინანსების და საბანაკო სისტემის მართვის მექანიზმებს ძირითად თავისებურებებს,
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:
კომპლექსურ და არაპროგნოზირებად სასწავლო ან/და სამუშაო გარემოში ახდენს როგორც საკუთარი, ისე სხვების განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირებას და სამართლებრივი, ეთიკურიდა ეროვნული ღირებულებების დაცვით მონაწილეობს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში.
ასრულებს კვლევით ან პრაქტიკული ხასიათის /ნაშრომს/პროექტს წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. დინამიურად ცვალებად ბიზნესის გარემოში მიმდინარე პროცესების და გამოწვევების შეფასებისთვის
დასაქმების სფერო
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მარკეტინგში - ხარისხის მიღების შემდგომ, ბაკალავრს საქმიანობა შეუძლია განახორციელოს ბიზნესისა და ეკონომიკის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში. ბაკალავრის პროფესიული საქმიანობის სფეროა ბიზნესისა და ეკონომიკის რეალური სექტორი, საბანკო სისტემა, სადაზღვევო ორგანიზაციები, ტურიზმის სერქტორი, კომერციული და/ან არაკომერციული ორგანიზაციები. ბაკალავრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საწარმოთა და მათ ქვედანაყოფთა მარკეტინგულ მართვაში, მარკეტინგული კვლევებში, მარკეტოლოგის/მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის, თანაშემწის, მარკეტინგის სპეციალისტის, გაყიდვების მენეჯერის და სხვა შესაბამის პოზიციებზე; მონაწილეობა მიიღოს კომპანიის სტრატეგიის განხორციელების, მარკეტინგული გეგმის, მარკეტინგული სტრატეგიებისა და ღონისძიებების შემუშავების პროცესში.
ზემოთ აღნიშნულ სტრუქტურებსა და მათ ქვედანაყოფებში ბაკალავრი შეუძლია დასაქმდეს მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწის, გაყიდვების მენეჯერის, მარკეტინგის სპეციალისტის, ბრენდ მენეჯრის ასისტენტის და სხვა შესაბამის პოზიციებზე;
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში ხარისხის მიღების შემდგომ ბაკალავრის საქმიანობა შეეძლება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში; საქართველოში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კომპანიებში, როგორც სამრეწველო, ისე მომსახურების სფეროების ერთობლივ საწარმოებში, სადაზღვევო კომპანიებში, ტურიზმის დეპარტამენტსა და სააგენტოებში,
ბაკალავრის პროფესიული საქმიანობის სფეროა ეკონომიკის რეალური სექტორი, საბანკო სისტემა, ბიზნესი და მეწარმეობა, კომერციული და/ან არაკომერციული ორგანიზაციების ანალიზის, დაგეგმვის, ორგანიზების, მმართველობით გადაწყვეტილებათა მომზადებისა და მიღების პროცესებში მონაწილეობა.
ზემოთ აღნიშნულ სტრუქტურებსა და მათ ქვედანაყოფებშიბაკალავრი შეუძლია დასაქმდეს მართვის, ქვედა ან შუალედურ რგოლში მენეჯერის, მენეჯერის თანაშემწის, პროექტების მენეჯერის და სხვა შესაბამის პოზიციებზე.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში ხარისხის მიღების შემდგომ ბაკალავრის საქმიანობა შეეძლება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში; საქართველოში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კომპანიებში, სამრეწველო, აგრო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის ობიექტებზე, სამრეწველო საწარმოებში, მომსახურების სფეროების ობიექტებზე, სადაზღვევო კომპანიებში, ტურიზმის დეპარტამენტსა და სააგენტოებში, ჯანდაცვის, განათლების, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებში.