პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, განთავსებულია სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის უფლების მოპოვება ხდება:
ჩარიცხვის პირობები:
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების( ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა(ინგლისური); ისტორია ან მათემატიკა) შედეგების (ინგლისურ ენაში მინიმუმ 60 ქულის მიღების) საფუძველზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 52).
პროგრამაზე სწავლის აუცილებელი პირიობაა B2 დონის ფლობა ინგლისურ ენაში. რომელიც შეიძლება დადასტურდეს შესაბამისი ცოდნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტით და /ან სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ტესტირებით.
მობილობა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის აქტით დამტკიცებული სავალადებულო პროცედურებისა და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების/თანხმობის საფუძველზე.
პროგრამის მიზნები:
- აღზარდოს ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კონკურენტუნარიანი, ეროვნული ღირებულებების მქონე მოაზროვნე პიროვნება, რომელსაც აქვს ფართო ზოგადი და დარგობრივი ცოდნა ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში, იცნობს ბიზნესის თანამედროვე ტენდენციებს, უახლეს გამოცდილებას და ცვალებად გარემოში მზადაა მისი კომპეტენციის ფარგლებში ეფექტიანად გამოიყენოს ბიზნესის ადმინისტრირების პრონციპების და ინსტრუმენტები და საჭიროებისამებრ წარმართოს საქმიანობა.
- ბიზნეს იდეის ფორმირების, ბიზნეს პროცესების განვითარებაში, სამეწარმეო რესურსების დაგეგმვასა და განაწილებაში მონაწილეობის მიღების, კვლევითი ხასიათის ნაშრომის/მცირე პროექტის შესრულების და პრაქტიკაში რეალიზაციისთვის სტუდენტს გამოუმუშაოს პროფესიული განვითთარების და გუნდური მუშაობის უნარი;
- ბიზნეს გარემოს შეფასებისა და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველსაყოფად, სტუდენტს განუვითაროს ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების უნარი, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან ურთიერთობისათვის, ზეპირი და წერილობითი ფორმით საკუთარი პოზიციის დემონსტრირების უნარი;
- ჩამოუყალიბოს სამეწარმეო უნარები, რათა ბიზნესის სამართლებრივი და ეთიკური ნორმების გათვალისწინებით, მონაწილეობა მიიღოს მოგებაზე ორიენტირებულ ბიზნეს საქმიანობაში.
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
ცოდნა და გაცნობიერება:
1. განმარტავს ბიზნესის ძირითად კონცეფციებს, პრინციპებსა და თეორიებს; ბიზნესისა და მეწარმეობის განმასხვავებელ ნიშნებს; მეწარმის თვისებებს, მეწარმეობის ფორმებსა და მახასიათებლებს;
2. აღწერს ბიზნეს და ეკონომიკურ გარემოში მოქმედ აგენტებს, ბიზნეს გადაწყვეტილებებისათვის ხელსაყრელ თუ ხელისშემშლელ გარემოებებს, მათ მნიშვნელობას ორგანიზაციის ეფექტიანი მართვისთვის.
უნარები:
3. აანალიზებს სამიზნე ბაზარს, მომხმარებელთა მოთხოვნებს, ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს, კვლევითი ხასიათის ნაშრომის,მცირე სამეწარმეო პროექტების და ბიზნეს გეგმის რეალიზაციისთვი;
4. ცვალებლად ბიზნეს გარემოში, მინიმალური მთითებების საფუძველზე, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ახორციელებს ბიზნეს პროექტებისათვის რესურსების ოპტიმიზაციას და ეფექტიანად განაწლებას და საკუთარი პოზიციის ზეპირი და წერილობითი ფორმით დემონსტრირებას;
5. ორგანიზაციული პოლიტიკის ღირებულებებისა და კულტურის გათვალისწინებით მისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს კონკურენტუნარიან სტრატეგიებს და სამოქმედო გეგმებს.
- ამყარებს ეფექტიან კომუნიკაციას გუნდის წევრებთან, ბიზნეს სუბიექტებთან, უახლესი მიდგომების და ტექნიკების გამოყენებითა და საკუთხარი პოზიციის ზეპირი და წერილობითი ფორმით დემონსტრირების გზით.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:
6. განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს მენეჯერულ საქმიანობას სამართლებრივი, ეთიკური ნორმების დაცვით და იღებს პასუხისმგებლობას სამუშაოს შესრულებაზე;
7. ახდენს როგორც საკუთარი, ისე სხვების განვითარების საწიროებების დადგენას და მონაწილეობს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში.
დასაქმების სფეროები:
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების სფეროებს წარმოადგენს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო სექტორში სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციები (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ორგანიზაციები, საწარმოები, ბიზნეს სტრუქტურები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამთავრობოდა არასამთავრობო ორგანიზაციები). სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძენილი უნარებისა და ცოდნით მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ფინანსების მიმართულებით დაიკავებს სპეციალისტის ქვედა ან საშუალო რგოლის მენეჯერის პოზიციას და მისი კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკულად განახორციელებს შესაბამის პროფესიულ ფუნქციებს საორგანიზაციო-მმართველობით, ადმინისტრაციულ-სამეურნეო, საინფორმაციო-ანალიტიკური მიმართულებით.