პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

ა) პირს, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად და აბიტურიენტთა ქულების რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე მოიპოვა უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება.

ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია კანონმდებლობით დადგენელი წესის შესაბამისად.

გ) პროგრამაზე სწავლის უფლება შეუძლია შიდა მობილობით მოიპოვოს შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მობილობის საფუძ­ველზე საქართველოს კანონმდებლობის და სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის რეგულირების წესის მოთხოვნათა შესაბამისად

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზნებია სტუდენტს:

  1. შეასწავლოს ჟურნალისტიკის, როგორც ერთიანი მედიასისტემის ყველა კომპონენტი, თეორიის ძირითად დებულებები, უმთავრესი პრინციპები, დარგის განვითარების ეტაპები;
  2. შეძინოს ჟურნალისტიკის რეგულირებისა და თვითრეგულირების;
  3. ჩამოუყალიბოს მედიატექსტის (ბეჭდური, აუდიო, ვიდეო, ახალი მედია) ეტაპობრივად მომზადების უნარი;
  4. განუვითაროს რესპოდენტთან, კოლეგებთან, წყაროსთან, მცირერიცხოვან გჯუფებთან წერითი და ზეპირი კომუნიკაციის დამყარების უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  5. შეარჩევინოს რეალობის გაშუქების ოფტიმალური ფორმები და ხერხები მიზნობრივი აუდიტორიის სპეციფიკის გათვალისწინებით, საინფორმაციო საბაბი და აქტუალური თემა;
  6. განუვითაროს სიახლეების ათვისებისა და საკუთარი სწავლების მუდმივი სრულყოფის უნარი;
  7. განუვითაროს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბეჭდური, სამაუწყებლო და ახალი მედიისთვის მედიაპროდუქტის მომზადების უნარი;
  8. განუვითაროს სტუდიური და გარე გადაღების/ჩაწერის დაგეგმვა და ორგანიზება, სტუდიური მონტაჟის, დაკაბადონებისა და სხვა სპეციფიკური პროგრამების ელემენტების გამოყენების უნარი.


პროგრამის სტრუქტურა


საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები

საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

ცოდნა და გაცნობიერება:

I. ჩამოთვლის ჟურნალისტიკის ერთიანი მედიასისტემის ყველა კომპონენტს და მათ ფუნქციებს; თეორიის ძირითად დებულებებსა და პრინციპებს, დარგის განვითარების ეტაპებს;

II. აღწერს ჟურნალისტიკის რეგულირებისა და თვითრეგულირების პრინციპებს

უნარი:

III. აყალიბებს მედიატექსტის (ბეჭდური, აუდიო, ვიდეო, ახალი მედია) თანმიმდევრულად მომზადების ყველა ეტაპს;

IV. ავლენს რესპოდენტთან, კოლეგებთან, წყაროსთან, მცირერიცხოვან გჯუფებთან წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარს ქართულ და ინგლისურ ენებზე;

V. არჩევს რეალობის გაშუქების ოფტიმალური ფორმებსა და ხერხებს მიზნობრივი აუდიტორიის სპეციფიკის გათვალისწინებით, საინფორმაციო საბაბს, აქტუალურ თემას;

VI. იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს ბეჭდური, სამაუწყებლო და ახალი მედიისთვის მედიაპროდუქტის მომზადებისთვის;

გეგმავს სტუდიური და გარე გადაღებას/ჩაწერას, სტუდიურ მონტაჟს სპეციფიკური პროგრამების ელემენტების გამოყენებით.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:

- ადგენს სასწავლო პროცესის მოთხოვნებს საკუთარი/სხვისი სწავლების დაგეგმვისა და შესრულების მიზნით;

- აფასებს მასმედიის სფეროში პროფესიულ ეთიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს.

დასაქმების სფერო

სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ელემენტარული კვლევითი გამოცდილება იძლევა იმის საფუძველს, რომ კურსდამთავრებულმა შეძლოს მოთხოვნების დაკმაყოფილება მედიასაშუალებებში (გაზეთში, ჟურნალში, სატელევიზიო კომპანიაში, რადიოკომპანიაში, საინფორმაციო სააგენტოში, მედიაჰოლდინგში, ინტერნეტგამოცემაში) და სხვა არასამთავრობო, თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში შემდეგი პოზიციების დასაკავებლად: ჟურნალისტი/კორესპოდენტი/რეპორტიორი, რიგითი რედაქტორი, დაბალი რგოლის მედიამენეჯერი, პროდიუსერი, პრეს-სამსახურის სპეციალისტი, მემონტაჟი, ოპერატორის ასისტენტი.