პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, განთავსებულია სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის უფლების მოპოვება ხდება:
ჩარიცხვის პირობები:
ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების (1.ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა -ინგლისური, გერმანული, რუსული; 3. არჩევითი-სავალდებულო - მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია და სხვა) საფუძველზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 52).
სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ პირი ვალდებულია სასწავლო უნივერსიტეტს წარუდგინოს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვედებარებულმა პირმა-სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამდადასტურებელი დოკუმენტი. ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა დასაშვებია სწავლების ერთი აკადემიური წლის დასრულების შემდეგ. მობილობა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის აქტით დამტკიცებული სავალდებულო პროცედურებისა და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების/თანხმობის საფუძველზე.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიზნებია სტუდენტს:
▪ შესძინოს ტურიზმის დარგის თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებული ფართო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები;
▪ გამოუმუშაოს ტურიზმის ტრენდების, გამოწვევების ანალიზისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე, არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
▪ გაარკვიოს ტურისტული ინდუსტრიის მმართველობით და დარგობრივ სტრუქტურაში, შეასწავლოს მათ ტურისტული ბაზრის სამომხმარებლო ღირებულებების ფორმირების მექანიზმი, მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობა და მდგრადი განვითარების ტენდენციები/პერსპექტივები;
▪ წვლილი შეიტანოს ტურიზმის, როგორც ბუნებრივი, ისტორიული, მულტიკულტურული ღირებულებების დამცველისადმი მართებული დამოკიდებულების ფორმირებასა და დამკვიდრებაში, გამოუმუშაოს პროფესიული საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები
ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათებლო პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
ცოდნა და გაცნობიერება:
- განმარტავს ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ ბიზნესის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პრინციპებსა და ფორმებს, სტრატეგიული მართვის სპეციფიკურ მეთოდებს/ხერხებს, ადამიანური რესურსების საქმიანობის სპეციფიკას, ბიზნეს გარემოს მახასიათებლებს, ეკონომიკურ-ფინანსურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ, სოციალურ-კულტურულ და ეკოლოგიურ საკითხებს
- აღწერს ტურიზმის თეორიულ საფუძვლებს, ტურისტული ინდუსტრიის როლსა და მნიშვნელობას გლობალურ და ეროვნულ ასპექტებში; ტურიზმის ტრენდებს და გამოწვევებს;
უნარი:
3. აანლიზებს ტურისტულ საქმიანობაში წამოჭრილ პრობლემებს და ტურისტული რესურსების ეფექტიანი განაწილება/გამოყენებისათვის აყალიბებს რეკომენდაციებს;
4. ახდენს ტურისტულ-რეკრეაციული დესტინაციების ეფექტიანი მენეჯმენტისა და მდგრადი განვითარების თანამედროვე მიდგომების, დესტინაციის ტურიზმის ხარისხის განვითარების პრობლემების და ტურიზმის სფეროში არსებული რისკების იდენტიფიცირებას; პროექტ(ებ)ის მართვის ცოდნის დემონსტირებას;
5. განსაზღვრავს ტუროპერატორის ფუნქციებს, მართვის ძირითად ასპექტებს და ტურის მოდელირების ინსტრუმენტებს;
6. ტურისტული ინდუსტრიის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის იყენებს მარკეტინგული კვლევის მეთოდებს/ ინსტრუმენტებს და მომსახურების სპეციალურ პროგრამებსა/ ტექნოლოგიებს
7. წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად შეიმუშავებს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებებით მცირე კვლევითი, პრაქტიკული ხასიათის პროექტს და/ან ღონისძიებას
8. თანამედროვე საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით წარადგენს ტურიზმთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ზეპირი და/ან წერილობითი კომუნიკაციის საშუალებით, დარგობრივ უცხო ენაზე
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:
9. ტურისტული საქმიანობის განხორციელებისას ზრუნავს როგორც საკუთარ ასევე, გუნდის წევრთა პროფესიულ განვითარებაზე, კორპორაციული პასუხისმგებლობებისა და ეთიკური პრინციპების დაცვით.
დასაქმების სფერო
ტურიზმი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ინდუსტრია, მსოფლიოში ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს და გამოირჩევა უაღრესად მრავალფეროვანი პოზიციების ფართო არჩევანით. სწავლის პროცესში შეძენილი კომპეტენციების, მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ბაკალავრს შეუძლია დასაქმდეს ტურისტული ინდუსტრიის სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურებში და შეასრულოს სპეციალისტის ფუნქციები.
კურსდამთავრებულის დასაქმების შესაძლებლობები:
სახელმწიფო სექტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი; ტურიზმის რეგიონული საინფორმაციო ცენტრები; დაცული ტერიტორიები და ეროვნული პარკები და სხვა.
კერძო სექტორი: ტუროპერატურული კომპანიები, ტურისტული სააგენტოები; სასტუმროები (მ.შ. Ho-Re-Ca); კვების ობიექტები; რეკრეაციული ობიექტები; ტურისტული ატრაქციების მართვასა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები; ავიაკომპანიები; სახმელეთო ტრანსპორტის გამქირავებელი კომპანიები; შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზების კომპანიები და სხვა.
ტურიზმის სფეროში მოქმედი ასოციაციები: საქართველოს ტურიზმის ასოციაცია; გიდების ასოციაცია; ეკოტურიზმის ასოციაცია; მთის კურორტების ასოციაცია და სხვა.
კურსდამთავრებულმა შეიძლება დაიკავოს შემდეგი პოზიციები: ადმინისტრატორი, მომსახურების გაყიდვის მენეჯერი, ტურაგენტი, მომსახურების ფორმირების სპეციალისტი, მენეჯერის ასისტენტი, ტურების გაყიდვის სპეციალისტი და სხვა.