თქვენი მისწრაფებები, თქვენი არჩევანი
მაგისტრატურა არის უმაღლესი განათლების მიღების მეორე საფეხური.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობაა:
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში;
- უცხო ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დადასტურება დადგენილი სერტიფიკატით ან გამოცდით.
საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ECTS -ის 120 კრედიტის დაგროვებას. 1 კრედიტი = 25-30 ასტრონომიულ საათს, 1 ასტრონომიული საათი = 60 წთ. კრედიტი ითვალისწინებს საკონტაქტო და დამოუკიდებელ მუშაობას. კრედიტი დროის ერთეულში (სთ.) ასახავს სამუშაოს იმ მოცულობას, რომელიც საჭიროა სტუდენტის მიერ პროგრამის ერთი კომპონენტის ასათვისებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.
სამაგისტრო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ, აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით, სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არაუმეტეს 4 სემესტრი) განმავლობაში.