პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც B2 დონეზე ფლობს ინგლისურ ენას.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საკითხები/ტესტები და სტუდენტთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოცდების დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.
შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად უზრუნველყოფს უცხო ენის გამოცდას ინგლისურ ენაში.
პროგრამაზე სწავლის უფლება შეუძლია მოიპოვოს შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, სამართლის სხვა სამაგისტრო პროგრამის ან სხვა უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა შიდა/გარე მობილობის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის და სასწავლო პროცესის რეგულირების წესის მოთხოვნათა შესაბამისად.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით.
სამაგისტრო პროგრამაზე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან / პროგრამიდან მობილობის წესით გადმოსულ სტუდენტთა მიღება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
პროგრამაზე ჩარიცხვა, აგრეთვე, შესაძლებელია შიდა მობილობის გზით, კანონმდებლობით და შიდა რეგულაციებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საერთო სამაგისტრო გამოცდით ჩარიცხული მაგისტრანტობის კანდიდატის ენის ცოდნის დონის განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი წესით:
- სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი პირის უცხო ენის ცოდნის დონე განისაზღვრება შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე განსაზღვრული მისაღები სამაგისტრო გამოცდის უცხო ენის გამოცდის შედეგებით ან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ენობრივი კომპეტენციის საერთაშორისო სერთიფიკატის წარმოდგენით;
- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის ჩარიცხვისთვის, შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დონის დასადგენად უნივერსიტეტი ატარებს გამოცდას, გამოცდა შედგება ორი ეტაპისაგან:
ა.პირველი ეტაპი: - მეტყველების უნარების შემოწმება. აღნიშნული ეტაპი ტარდება მაგისტრანტობის კანდიდატთან გამომცდელის ინდივიდუალური გასაუბრების ფორმით. შესაძლოა ჩატარდეს პირსიპირ ან/და დისტანციურად შესაბამისი ელექტრონული საშუალებით. ქულათა მაქსიმალური ოდენობაა 25.შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება ამ წესის დანართი N2-ით.
ბ.მეორე ეტაპი - ტესტირება. აღნიშნული ეტაპი ტარდება წერითი ფორმით და ამოწმებს შემდეგ უნარებს: მოსმენა, წერა, კითხვა. ტექსტის მაქსიმალური შეფასებაა 75 ქულა. აღნიშნული ეტაპის შეფასების კრიტეირუმები განისაზღვრება წინამდებარე წესის დანართი N2-ით. თითოეული კომპონენტის შედეგების მინიმალური ბარიერის 51 ქულა.
- მაგისტრანტობის კანდიდატი თავისუფლდება უცხო ენის დამდგენი გამოცდისაგან ქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში:
ა. პირს საბაკალავრო ან/და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს პროგრამით გათვალისწინებულ უცხო ენაზე და ეს დასტურდება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით და პირმა წარმოადგინა დიპლომი და დიპლომის დანართი;
ბ. მაგისტრანტს აქვს და წარმოადგენს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული უცხო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ სერთიფიკატს. ენის კომპეტენციის დამდგენი საერთაშორისო სერთიფიკატების განეკუთვნება ქვემოთ მოყვანილი სერთიფიკატები:
საერთაშორისო სერთიფიკატების განეკუთვნება ქვემოთ მოყვანილი სერთიფიკატები:
უცხო ენა |
სერთიფიკატი |
ინგლისური ენა |
CEFR B2, IELTS exam – 5 BEC exam and CELS exam – Vantage; Cambridge exam – FCE; Pritman ESOL International; TOEIC – 600; TOEFL– 510 (paper - based) 173 (computer - based) 61 (internet – based |
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები
სამაგისტრო პროგრამის მიზნებია სტუდენტს:
1. შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა კერძო სამართლის სფეროში და გამოუმუშავოს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
2. გამოუმუშავოს კერძო სამართლის მარეგულირებელი ნორმების, თანამედროვე ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის, კერძო სამართლის სფეროში საკანონმდებლო ნოვაციების, უახლესი მეცნიერული კვლევების ანალიზისა და ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე საკუთარი კომპლექსური და ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების შემუშავების უნარი;
3. გამოუმუშავოს პროფესიულ დონეზე კერძო სამართლის ნორმების განმარტების, სტრატეგიულ მიდგომების და/ან პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზების გამოყენების, კერძო სამართლის სფეროში იურიდიული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების, არასტანდარტული სამართლებრივი სიტუაციების შეფასების, სამართლებრივი ხარვეზების მოძიების და პრაქტიკაში არსებული კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ორიგინალური გზების შემუშავების უნარი;
4. გამოუმუშავოს კერძო სამართლის სფეროში აქტუალურ სამეცნიერო სამართლებრივ პრობლემის ამოცნობის, მისი გადაწყვეტის შესაბამის სამეცნიერო გზების შემუშავების, კერძო სამართლის აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო-კვლევით პროცესის დაგეგმვის და სამეცნიერო კვლევითი პროექტის/ნაშრომის შემუშავების უნარი;
5. გამოუმუშავოს აკადემიური, კომპლექსური და პროფესიული საზოგადოებისათვის საკუთარი კვლევის შედეგების, დასკვნებისა და არგუმენტების წერითი და ზეპირი ფორმით გაზიარების უნარი;
6. გამოუმუშავოს სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის უცხოური სამართლებრივი საინფორმაციო რესურსებიდან, პირველადი მონაცემების, უახლესი ინფორმაციის ავტონომიურად მოძიებისა და კერძო სამართლის სფეროში სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი;
7. გამოუმუშავოს აკადემიური პატიოსნების წესების, სამეცნიერო კვლევის ეთიკურ შედეგების, პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვისა და პროფესიული ცოდნის, სამართლებრივი პრაქტიკისა და სამართლებრივი ღირებულებების განვითარების უნარი.
საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
ცოდნა და გაცნობიერება:
(A) აღწერს
- კერძო სამართლის სფეროში ეროვნული მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის განვითარების ტენდენციებს. ასევე, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ურთიერთკავშირისა და ურთიერთმიმართების პრობლემებს. კერძო სამართლის სფეროში თანამედროვე ეროვნული კანონმდებლობის განვითარების ტენდენციებს, გამოწვევებს და ხარვეზებს, მისი სრულყოფისა და გადაწყვეტის ძირითად გზებს. ასევე, კერძო სამართლის სფეროში პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტის ძირითად მეთოდოლოგიურ პრინციპებს, ეროვნული და უცხოური გამოცდილების, უახლესი ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებით.
- თანამედროვე იურიდიული მეცნიერების მეთოდოლოგიურ პრინციპებს, იურიდიული კვლევის მეთოდებს, აკადემიური პატიოსნების წესებს, პროფესიული სამეცნიერო ტექსტების შექმნის ძირითად პრინციპებს. ასევე სამოსამართლო სამართლის საკითხებს, სამოსამართლო ეთიკის წესებს მათ შორის მოსამართლის საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხებსა და მოსამართლეთა დისციპლინური სამართლაწარმოების თავისებურებებს.
უნარი:
(B) აანალიზებს კერძო სამართლის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობას, თანამედროვე ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკას, საკანონმდებლო ნოვაციებს, უახლეს მეცნიერულ კვლევებს და კერძო სამართლის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული 12 კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე შეიმუშავებს საკუთარ კომპლექსურ და ორიგინალურ სამართლებრივ დასკვნებს;
(C) განმარტავს კერძო სამართლის მარეგულირებელ ნორმებს პროფესიულ დონეზე, იყენებს სტრატეგიულ მიდგომებს და/ან პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზებს, აფასებს კერძო სამართლის სფეროში იურიდიული შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებს, არასტანდარტულ სამართლებრივ სიტუაციებს, პოულობს სამართლებრივ ხარვეზებს და პრაქტიკაში არსებული რთული, კომპლექსური პრობლემების თაობაზე შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის ახალ, ორიგინალური გზებს;
(D) ამოიცნობს კერძო სამართლის სფეროში აქტუალურ სამეცნიერო სამართლებრივ პრობლემას, შეიმუშავებს მისი გადაწყვეტის შესაბამის სამეცნიერო გზებს, კერძო სამართლის აქტუალურ საკითხებზე გეგმავს სამეცნიერო-კვლევით პროცესს და აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით შეიმუშავებს სამეცნიერო კვლევით პროექტს/ნაშრომს;
(E) მსჯელობს აკადემიურ, კომპლექსურ და პროფესიულ საზოგადოებასთან საკუთარი კვლევის შედეგების, დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე, აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების დაცვით, წერითი და ზეპირი ფორმით;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:
(F) ავლენს სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის უცხოური სამართლებრივი საინფორმაციო რესურსებიდან, პირველადი მონაცემების, უახლესი ინფორმაციის ავტონომიურად მოძიებისა და კერძო სამართლის სფეროში სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის უნარს.
(G) აღიარებს და პატივს სცემს აკადემიური პატიოსნების წესებს, სამეცნიერო კვლევის ეთიკურ შედეგებს, პროფესიული ეთიკის სტანდარტებს, მონაწილეობს პროფესიული ცოდნის, სამართლებრივი პრაქტიკისა და სამართლებრივი ღირებულებების განვითარებაში.
დასაქმების სფერო
- საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში;
- სასამართლო ორგანოებში;
- სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებში;
- კორპორაციულ სტრუქტურებში;
- საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ან სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში.
მაგისტრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში როგორც პროკურორმა, ადვოკატმა, გამომძიებელმა, მოსამართლის თანაშემწემ და მოსამართლემ (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით), სასამართლო სხდომის მდივანმა; იყოს ნოტარიუსი, ნოტარიუსის თანაშემწე (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით). მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენს ასევე სამართალშემოქმედებითი საქმიანობა; ორგანიზების, მმართველობით გადაწყვეტილებათა მომზადების სამართლებრივი ასპექტები; იურიდიული შინაარსის დოკუმენტების (ნორმატიული აქტის პროექტის, ხელშეკრულების, საჩივრის, სარჩელის და ა. შ.) შედგენა; ადამიანის უფლებების დაცვა და განმტკიცება; კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის გაწევა.