სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

მასობრივი კომუნიკაციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე.

სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობაა:

  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში;
  • უცხო ენის შესაბამის დონეზე (B2) ცოდნის დადასტურება სერტიფიკატით ან გამოცდით.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები

სამაგისტრო პროგრამის მიზნებია სტუდენტს:

1. შეძინოს მასობრივი და სტრატეგიული კომუნიკაციების თეორიებისა და კონცეფციების სიღრმისეული ცოდნა.

2. შეასწავლოს სოციალური მეცნირებების თანამედროვე მეთოდოლოგია შემდგომში მედიაკვლევების ჩატარების მიზნით.

3. გამოუმუშავოს საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემატიკის მქონე ანალიტიკუერი მედიაპროდუქტის მომზადებისა და მულტიმედიიურ პლათფორმაზე განლაგების უნარი.

4. ჩამოუყალიბოს რესპოდენტთან, აუდიტორიასთან, წყაროსთან პროფესიული კომუნიკაციის ადექვატური და ოპტიმალური ხერხების გამოყენების უნარი.

5. განსაზთვროს საკუთარი/სხვისი სასწავლო პროცესის მოთხოვნები და მართვის მექანიზმები.

6. მასობრივი კომუნიკაციის სფეროში გააცნობიეროს ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მნიშვნელობა და მათი დაცვა.

პროგრამის სტრუქტურა


საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები

საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

ცოდნა და გაცნობიერება:

I. აფასებს მასობრივი კომუნიკაციის სფეროში უახლეს თეორიულ და კვლევაზე დამყარებულ ღრმა სისტემურ ცოდნას, უახლეს თეორიბსა და კონცეფციებს.

II. აანალიზებს თანამედროვე მეცნიერულ მიდგომებს მედიაკვლევის მრავალმხრივი, სისტემური დამუშავებისათვის სოციალურ მეცნიერებათა კონტექსტში.

უნარი:

III. სოციალურ მეცნიერებებში თანამედროვე კვლევის მეთოდების გათვალისწინებით, ახარისხებს მასობრივი კომუნიკაციის სფეროს რთულ, არასრულ და წინააღმდეგობრივ მონაცემებს, ღირებული მეცნიერული დასკვნებისა და რეკომენდაციების გამოსატანად.

IV. სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში (პოლიტტექნოლოგიები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, რეკლამა), კომპეტენტურად აყალიბებს თანამედროვე საარჩევნო, PR და სარეკლამო კამპანიების სტრატეგიას მისი შემდგომი ამოქმედებისთვის.

V. ამუშავებს დარგობრივი (ეკონომიკა, პოლიტიკა, კულტურა) ჟურნალისტიკის ანალიტიკური მედიაპროდუქტის მოსამზადებლად ყველა კომპონენტს (კონცეფციას, მიზნობრივი აუდიტორიის მოთხოვნებს, მედიაბაზრის რეალურ მდგომარეობას, მაკეტს/პროექტს, მასალებს) შემდგომი გამოქვეყნების მიზნით, მათ შორის მულტიმედია პლათფორმებზე.

VI. განსაზღვრავს რესპოდენტთან, აუდიტორიასთან კომუნიკაციის შესაბამის ფორმებს და წყაროსთან კომუნიკაციის ადექვატურ და ოპტიმალურ ხერხებს.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:

VII. ადგენს სასწავლო პროცესის მოთხოვნებს საკუთარი/სხვისი სწავლების დაგეგმვისა და შესრულების მიზნით.

VIII. მასობრივი კომუნიკაციების წარმართვისას აფასებს მასმედიის სფეროში პროფესიულ ეთიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს; აგრეთვე, აკადემიურ კეთილსინდიერებასა და პლაგიატის მიუღებლობას.

დასაქმების სფერო

სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და შესაბამისი კვლევითი გამოცდილება იძლევა იმის საფუძველს, რომ მასობრივ კომუნიკაციის პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს მუშაობას მედიასაშუალებებში, მედიაორგანიზაციებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებში, უმაღლეს სკოლაში შემდეგ პოზიციებზე: დარგობრივი ჟურნალისტი (სვეტის, გვერდის, რუბრიკის, გადაცემის და ა.შ. ავტორი/წამყვანი); შესაბამისი (პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის) რედაქციის რედაქტორი; მედიაანალიტიკოსი, მედიაექსპერტი, მედიამკვლევარი; ჟურნალისტი-მიმომხილველი; საარჩევნო კამპანიების პოლიტტექნოლოგიურ პროექტებში მონაწილე სპეციალისტი; ჟურნალისტიკისა ან/და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორის ასისტენტი.