საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

  • სტუდენტების უზრუნველყოფა ტურიზმის სფეროში ღრმა და სისტემურ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე დაფუძნებული პროგრამით;
  • ტურიზმის ბიზნესისათვის მაღალკვალიფიციური მენეჯერების მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ ტურიზმისა და რეკრეაციის სფეროში აქტუალური პრობლემების გამოკვეთა, მათი ოპტიმალური გადაწყვეტა, კვლევების დამოუკიდებლად ჩატარება, ორიგინალური იდეების შემუშავება, უახლესი ინფორმაციის აღქმა, დამუშავება და მართვა;
  • მაგისტრს შეეძლოს ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიებით ოპერირება და კომუნიკაცია პროფესიულ თუ აკადემიურ წრეებთან ამასთან, მშობლიურის გარდა, ერთერთ უცხოურ ენაზეც ( სასურველია ინგლისური, რუსული);
  • საზოგადოებრივად პასუხისმგებლიანი კადრის მომზადება, რომელიც აღიარებს ტურიზმის მნიშვნელოვან როლსა და მისიას საზოგადოების მდგრადი განვითარების, ქვეყნის ბუნებრივი გარემოსა და კულტურულ-ისტორიული ღირებულებების დაცვისა და განვითარების საქმეში;
  • სტუდენტების უზრუნველყოფა ანალიზისა და კვლევის მეთოდებით პრაქტიკაზე დაფუძნებული სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისათვის;
  • სტუდენტთა უზრუნველყოფა დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით;

შეუქმნას მაგისტრანტებს პირობები:

  • განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პროფესიული სრულყოფისათვის აუცილებელი სპეციალური დისციპლინების სიღრმისეული შესწავლისათვის;
  • კონკრეტული ეკონომიკური და მმართველობითი ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგიათა დაუფლებისათვის;
  • ტურიზმის ბიზნესის მართვის სფეროში პროფესიული მენეჯერული საქმიანობისათვის აუცილებელი ადმინისტრირების თეორიული და პრაქტიკულ ჩვევათა გამომუშავებისათვის;
  • მართვის სფეროში აქტუალური პრობლემების გამოკვეთისა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის;
  • ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი მიდგომის, თეორიული კვლევის დამოუკიდებლად წარმართვის უნარ-ჩვევათა განვითარებისათვის.

სწავლის შედეგები

საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს საერთაშორისო ბიზნესის სფეროსათვის აუცილებელი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების განვითარებას. კერძოდ, საგანამანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები:

ზოგადი კომპეტენციები

დასკვნის უნარი

  • რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება, რომლებშიც გამოხატულია ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობები;
  • ახალი ინფორმაციის განზოგადებისა და სინთეზის უნარი.

კომუნიკაციის უნარი

  • დასკვნებისა და არგუმენტაციის შესახებ აკადემიურ, პროფესიულ საზოგადოებაში, ასევე, არასპეციალისტებთან, კომუნიკაცია, მათ შორის უცხოურ ენაზე;
  • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება, დარგის თავისებურებების გათვალისწინებით;
  • კომპეტენციის ფარგლებში საქმიანი შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
  • აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებაში დამაჯერებელი, მკაფიო, და კომპეტენტური კომუნიკაცია, მათ შორის ერთერთ უცხო ენაზეც.

სწავლის უნარი

  • სწავლის პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განახორციელების უნარი;
  • ნასწავლის ფარგლებს გარეთ გასვლისა და შემდგომი სწავლის სტრატეგიის დაგეგმვის უნარი.

ღირებულებები

  • ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი დარგის ღირებულების გათავისება და ამ ღირებულების დამკვიდრებაში საკუთარი წვლილის შეტანა მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

დარგობრივი კომპეტენციები

ცოდნა და გაცნობიერება

  • მსოფლიოს ტურისტულ-რეკრეაციული მაკრორეგიონებისა და რეგიონების, მათი რესურსთუზრუნველყოფის ღრმა და სისტემური ცოდნა; საერთაშორისო ტურიზმის განვითარების დონის, ტურიზმის მასობრივი და სპეციალური სახეების მართვის კომპლექსური პრობლემების ხედვა; ამ დარგების მართვის ხერხების, ტურიზმის განვითარების საერთაშორისო სტრატეგიების, კონცეფციების კრიტიკული ანალიზი და შეფასება;
  • ტურისტული კომპანიის ინოვაციური სტრატეგიული მართვის პრინციპების ღრმა და სისტემური ცოდნა; კონკურენციის პირობებში სტრატეგიული გადაწყვეტილებების გამოკვეთა; სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას ორიგინალური მეთოდების შერჩევა ;
  • მარკეტინგის თანამედროვე კონცეფციების სიღრმისეული ცოდნა; მარკეტინგული კვლევების ფორმების, პროცედურების, პრინციპების, ხერხების შეპირისპირება; მიზნობრივი ბაზრის შერჩევა; მარკეტინგის სისტემაში ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენების, ინფორმაციის დეტალური ანალიზისა და სინთეზის უნარი;
  • ტურიზმის თეორისა და პოლიტიკის სიღრმისეული ცოდნა; ტურიზმის პოლიტიკისა და ადმინისტრირების საკითხების შეფასება; სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი და კერძო სექტორების როლის, ფუნქციების, კოოპერირების მნიშვნელობის დეტალური გაანალიზება
  • ტრანსნაციონალური სასტუმრო კორპორაციებში გამოყენებული მომსახურების ინოვაციური ტექნოლოგიების, სტანდარტების, მარკეტინგისა და მენეჯმენტის ძირითადი მიმართულებების სიღრმისეული ცოდნა;
  • ტურისტული ბაზარზე საფასო და სასაქონლო სტრატეგიების სიღრმისეული ცოდნა;
  • ტურიზმში და რეკრეაციაში სარეკლამო საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების, სარეკლამო საქმიანობის თავისებურებების, მსოფლიოსა და საქართველოს სუკეთესო გამოცდილების სიღრმისეული ცოდნა და შეფასება;
  • ტურისტულ–რეკრეაციული საქმიანობის ორგანიზაციის პრინციპების, განვითარების სტრატეგიების საფუძვლიანი და სისტემური ცოდნა;
  • რეკრეაციული ტურიზმის მენეჯერის პროფესიული სტანდარტების დეტალურად შეცნობა;
  • ლოგისტიკური სისტემის არსის, სტრუქტურის, ფუნქციონირების თავისებურებების, ამოცანების სიღრმისეული და სისტემური ცოდნა; ლოგისტიკური ამოცანების განხორციელებისას წამოჭრილი პრობლემების კომპლექსური ხედვა და ანალიტიკური შეფასება;
  • ინვესტიციური საქმიანობის გააქტიურების, ინვესტიციური საქმიანობის სტრუქტურული დაბალანსების ხერხების სიღრმისეული ცოდნა;
  • ინვესტიციური უსაფრთხოების მიღწევს მეთოდების დეტალურად ჩამოყალიბება; საქართველოს გლობალურ ინვესტიციურ სივრცეში ინტეგრაციის სტრატეგიების შეფასება.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

  • ტურიზმის სფეროში ჩამოყალიბებულ თანამედროვე მეცნიერულ შეხედულებათა საფუძველზე, ამ სფეროში მიმდინარე პროცესების კომპლექსური შეფასების უნარი;
  • ტურიზმის სფეროში მიმდინარე მოვლენების დასაბუთებული ინტერპრეტაცია, კომპლექსური ანალიზის და ინფორმაციის სინთეზის უნარი;
  • ტურიზმში არსებული ძირითადი პრობლემების დიაგნოსტიკა. მოცემულ პრობლემატიკაში ღრმად გარკვევისა და მათი გადაწყვეტისთვის აუცილებელ ღონისძიებათა, დასახვის უნარი; პრობლემების გადაჭრის ორიგინალური მიდგომების ძიების უნარი;
  • დამოუკიდებელი კვლევის უნარი.

მაგისტრის პროფესიული საქმიანობის სფერო და ობიექტი

პროფესიული საქმიანობის სფეროებია: მონაწილეობა ტურიზმისა და კურორტების სისტემის ორგანიზებასა და ფუნქციონირებაში.

პროფესიული საქმიანობის ობიექტებია: ტურისტულ-საკურორტო სისტემის ორგანოები; სახელმწიფო და არასახელმწიფო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა შესაბამისი რგოლები. პროფესიული საქმიანობის ფუნქციებია: ტურიზმის სისტემის სტრუქტურულ ერთეულთა, აგრეთვე საზოგადოებრივი და კერძო სექტორის ორგანიზაციათა საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება, მოტივირება, კოორდინირება, რეგულირება და კონტროლი.

პროფესიული საქმიანობის სახეებია: საორგანიზაციო - მმართველობითი; ადმინისტრაციულ - სამეურნეო; ინფირმაციულ - ანალიტიკური; საკონსულტაციო -ექსპერტული; პედაგოგიური (პრქტიკულ მეცადინეობებზე).

პროფესიული საქმიანობის ტიპური ამოცანებია: ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპზე საკურორტო და ტურისტულ დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და საწარმოთა მართვა. შესაბამის სფეროებსა და რგოლებში სტრუქტურული ერთეულების მდგომარეობის ანალიზი და კონტროლი; განვითარების პერსპექტივების პროგნოზირება.

პროფესიული საქმიანობის მიმართულებებია: ტურისტული და საკურორტო დაწესებულების საქმიანობის სტრატეგიების შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელება; საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ტურისტული საწარმოების ჩართვა და საექსპორტო შემოსავლების ზრდის ხელისშეწყობა; მარკეტინგული კვლევების ჩატარება და მართვის ოპტიმალური მეთოდების შემუშავება-დანერგვა ტურისტულ – საკურორტო სფეროებში: ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება და შეთავაზება. ტურისტულ და საკურორტო მომხმარებელზე მოთხოვნის ანალიტიკური შეფასება და პროგნოზირება.

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების ადგილი. პროფესიული მომზადების, სწავლების პროცესში მიღებული სავალდებულო თეორიული ცოდნისა და კვლევითი თუ პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევათა გათვალისწინებით, კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს შემდეგ ორგანიზაციებში: საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო დაწესებულებები და ორგანიზაციები, საკურორტო, ტურისტული და სასტუმრო დაწესებულებები, ტურიზმის მართვის სახელმწიფო, და ადგილობრივი ორგანოები, უმაღლესი სასწავლებლები.

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია სწავლა გააგრძელოს დოქტორანტურაში, ან დაეუფლოს პროფესიული სრულყოფისა და კვალიფიკაციის ამაღლების სხვა პროგრამებს.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია: ტურიზმის მაგისტრი, სპეციალიზაციით: რეკრეაციული ტურიზმი (Master of Tourism, specialty - Recreational Tourism) და ეძლევა აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნიმუშის დიპლომი. დიპლომთან ერთად გაიცემა ევროპის კომისიის, ევროსაბჭოსა და UNESCO/CEPES -ის მიერ შემუშავებული მოდელის შესაბამისი ორენოვანი “დიპლომის დანართი“.

სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურა

საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა ორიენტირებულია შრომის ბაზრის მოთხოვნაზე, გააჩნია მოქნილობის მაღალი დონე და აძლევს შესაძლებლობას სტუდენტს სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების არჩევის ხარჯზე შექმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.