სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
საბანკო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, საჯაროდ განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
საბანკო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის უფლების მოპოვება ხდება:
ჩარიცხვის პირობები:
საბანკო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე.
სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობაა:
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში;
- უცხო ენის შესაბამის(B2) დონეზე ცოდნის დადასტურება სერტიფიკატით ან გამოცდით.
პროგრამაზე სწავლის უფლება შეუძლია მოიპოვოს სხვა უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების ბიზნესის ადმნისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა მობილობის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის და სასწავლო პროცესის რეგულირების წესის მოთხოვნათა შესაბამისად.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი შეესაბამება გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მისიას, ფასეულობებს, მიზნებსა და ამოცანებს.
წარმოდგენილი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი საბანკო-საფინანსო საქმიანობის სპეციალისტების მომზადება.
პროგრამამ სტუდენტს უნდა მისცეს:
▪ საბანკო ურთიერთობათა სფეროში სიღრმისეული თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის ცოდნა; საფინანსო გარემოს და მასში მიმდინარე პროცესების ანალიზის მეთოდების ცოდნა;
▪ ფულად საკრედიტო და სავაჭრო, პოლიტიკის ეფექტიანი სტრატეგიების განსაზღვრისათვის სამართლებრივად სწორი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
▪ საბანკო სისტემის სფეროში; კომერციული ბანკების ლიკვიდობის და კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასების უნარის გამომუშავება.
▪ ჩამოუყალიბოს კვლევითი სამუშაოს შესრულებაში კრიტიკული ანალიზის, კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით დაგეგმვის და სამეცნიერო ცოდნის გამოყენების უნარი; რთული, არასრული და ასიმეტრიული მონაცემების კრიტიკული შეფასების უნარი, მათი დამოუკიდებელი ანალიზისა და შედეგების განზოგადოება/გადმოცემის უნარი.
▪ ეთიკის პრინციპების დაცვა კოლეგებთან ურთიერთობაში. შეეძლოს მულტიკულტურულ ფასეულობათა პატივისცემა და სხვადსხვა ქვეყნების მორალური, ეთიკური და სამართლებრივი ნორმების გაცნობიერება და საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებში მათი დაცვა.
საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სწავლების/შეფასების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობა უზრუნველყოფს დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები არის რეალისტური და მიღწევადი, საჯარო და ხელმისაწვდომი.
საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები
პროგრამის სწავლის შედეგებში ასახულია საქართველოს შრომის ბაზრისა და პოტენციური დამსაქმებლების მოთხოვნები, ასევე, საფინანსო, საბანკო-საკრედიტო სექტორში სწავლა-სწავლებისა და კვლევების მსოფლიოში არსებული პრაქტიკა, რისთვისაც გაანალიზდა საფინანსო, საბანკო-საკრედიტო 6 საგანმანათლებლო პროგრამების განმხორცილებელი პარტნიორი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამები;
ამდენად, პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება საფინანსო, საბანკო-საკრედიტო სექტორში საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.
სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებს და მოიცავს სასწავლო კურსის შინაარსით გათვალისწინებულ ძირითად ცოდნის გათვითცნობიერებას, უნარებს და პასუხისმგებლობასა და ავტონომიურობას; შეესაბამება მისანიჭებელ კვალიფიკაციას და შესაბამის დონეს;
საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს საბანკო სფეროსათვის აუცილებელ ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების განვითარებას.
კერძოდ, საგანამანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს გააჩნია შემდეგი კომპეტენციები:
ცოდნა და გაცნობიერება:
- აღწერს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ფინანსური ინსტიტუტების როლსა და მნიშვნელობას; საბანკო საფინანსო ურთიერთობათა სფეროში უახლეს თეორიულ და კვლევაზე დამყარებულ ღრმა სისტემურ ცოდნას, უახლეს თეორიებსა და კონცეფციებს.
- ახდენს ბანკის საკრედიტო პოლიტიკასა და სტრატეგიის კლასიფიცირებას, კლიენტთა კრედიტუნარიანობის, საბანკო ოპერაციების, ბიზნეს-პროცესთა მოქმედებათა რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს.
- განაზოგადებს საბანკო საქმიანობის სფეროში მიმდინარე კონკრეტულ სიტუაციებს და მის გარშემო არსებულ ინფორმაციას, თანამედროვე საბანკო საქმიანობაში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას;
უნარები:
- ახარისხებს, თანამედროვე კვლევის მეთოდების გამოყენებით საბანკო - საფინანსო ურთიერთობათა სფეროში არსებულ სტატისტიკურ და საპროგნოზო რთულ ასიმეტრიულ და წინააღმდეგობრივ მონაცემებს, მოვლენებსა და პროცესების მახასიათებლებს. აკავშირებს მათ და იყენებს პრაქტიკაში;
- აყალიბებს ბანკის საფინანსო პოლიტიკისა და სტრატეგის შესაბამის ბანკის ფინანსური მდგომარეობის, მოგება-ზარალის მიღების ალბათობის და საბანკო რისკების წარმოქმნის შესაძლობათა კონცეფციებს.
- აკავშირებს საქართველოს საბანკო სექტორში მიმდინარე პროექტებს, მოვლენებსა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებთან; პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:
1. განსაზღვრავს საკუთარი და სხვისი სწავლის მომავალ საჭიროებას
2. აფასებს საფინანსო-საბანკო სფეროში კეთილსინდისიერების, სამართლებრივი მოქმედებების დაცვის, მენეჯერული გადაწყვეტილებების, პროფესიულ ეთიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს.
დასაქმების სფერო
საბანკო საქმის - სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროს წარმოადგენს საბანკო, მიკროსაფინანსო, სადაზღვევო, სააუდიტო ან/და სხვა საფინასო დაწესებულებები აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების მსურველთა ერთი ნაწილი უკვე მუშაობს საბანკო, მიკროსაფინანსო ან/და სხვა საფინასო დაწესებულებებში და სურთ პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება. გარდა ამისა, ჩვენი უნივერსიტეტის საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ მაგისტრანტების 90 პროცენტი დასაქმებულია სწავლების პირველ და მეორე წელს; პროგრამას აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კომპონენტებს. იგი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს განახორციელოს ინდივიდუალური სასწავლო პროფილის ფორმირება, როგორც სასწავლო დისციპლინების, ასევე კვლევის მიმართულების არჩევის გზით.