საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი შეესაბამება გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მისიას, რომლის ძირითადი ფასეულობებია:

  1. ზოგადსაკაცობრიო იდეალებისა და ღირებულებების პატივისცემა;
  2. ეროვნული ინტერესებისა და კანონის უზენაესობა;
  3. დემოკრატიულობა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა;
  4. პროფესიონალიზმი, განათლებისა და კვლევის მაღალი ხარისხი;
  5. სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება;
  6. აკადემიური პერსონალის აკადემიური თავისუფლება;
  7. კეთილსინდისიერება;
  8. ანგარიშვალდებულება.

ამ ფასეულობებზე დაყრდნობით, გთუნი-ს მისიაა აკადემიური დანიშნულების სრულყოფა. მისი განხორციელების მექანიზმებში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

პროგრამა ორიენტირებულია, როგორც შიდა, ასევე დასაქმების საერთაშორისო ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებზე და ჩამოყალიბებულია შემდეგ პუნქტებად:

  • საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ბიზნესის ცვალებად გარემოში შეძლებენ შეძენილი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევბის რეალიზებას და მოთხოვნადი იქნებიან შრომის საერთაშორისო ბაზარზე;
  • მაგისტრისათვის საჭირო ანალიტიკური აზროვნების და შემოქმედებითი მიდგომის, თეორიული კვლევის პრაქტიკაში დამოუკიდებლად წარმართვის უნარ-ჩვევათა გამომუშავება-განვითარება, საქართველოში და უცხოეთში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებში, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში; საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვისა და დამოუკიდებელი, პროფესონალური გადაწყვეტილებების მისაღებად.

საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა კრედიტებით

საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ECTS -ის 150 კრედიტის დაგროვებას. 1 კრედიტი = 25 ასტრონომიულ საათს. კრედიტი ითვალისწინებს საკონტაქტო და და-მოუკიდებელ მუშაობას. კრედიტი დროის ერთეულში (სთ.) ასახავს სამუშაოს იმ მოცულობას, რომელიც საჭიროა სტუდენტის მიერ პროგრამის ერთი კომპონენტის ასათვისებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.

სწავლის შედეგები

საგანმანათლებლო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დონეზე ბიზნესის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების განვითარება. კერძოდ, საგანამანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები:

ზოგადი კომპეტენციები

დასკვნის უნარი

  • რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებს;
  • შეუძლია საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში მიღებული ცოდნის საფუძველზე საკუთარი დასკვნების საჯაროდ წარმოდგენა; კრეატიული და ინოვაციური მიდგომების მკაფიოდ ჩამოყალიბება;
  • თანამედროვე პირობებში ბიზნეს-რისკების გამოვლენის, სიღრმისეული შეფასების, განზოგადოებისა და არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი;
  • საერთაშორისო ბიზნესის თეორიებისა და მოდელების თანამედროვე პრაქტიკული სიტუაციებისადმი მისადაგების და ეფექტურად გამოყენების უნარი.