სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე
სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობაა:
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში;
- უცხო ენის შესაბამის (B2) დონეზე ცოდნის დადასტურება სერტიფიკატით ან გამოცდით.
პროგრამაზე სწავლის უფლება შეუძლია მოიპოვოს სხვა უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების სტუდენტმა მობილობის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის და სასწავლო პროცესის რეგულირების წესის მოთხოვნათა შესაბამისად.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები
სამაგისტრო პროგრამის მიზნებია სტუდენტს:
1. განუვითაროს ღრმა და სისტემური ცოდნა გლობალურ ბიზნეს გარემოში საერთაშორისო კომპანიებზე მოქმედ ფაქტორებზე, ოპერაციული სისტემის ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებზე, საერთაშორისო კორპორაციათა ინოვაციური მართვის თანამედროვე ინსტრუმენტებზე;
2. გაუღრმაოს საერთაშორისო ბაზარზე კომპანიათა მართვის თანამედროვე მეთოდების, კვლევითი მოდელების გამოყენებისა და მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
3. გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესების, გამოწვევების, ცვლილებების, სტრატეგიების დაგეგმვის, კორპორაციული პორტფელის გამოყენების, სიღრმისეული ანალიზის და მმართველობითი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
4. საერთაშორისო კომპანიების მდგრადი განვითარებისათვის ჩამოუყალიბოს ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვის, ლიდერობის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, კრიტიკული ანალიზისა და შეფასების უნარი;
5. აკადემიური კეთილსინდისიერების და პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით უზრუნველყოს კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება, ხელი შეუწყოს სიახლეების სიღრმისეულად ათვისებას ,საკუთარი სწავლების მუდმივ სრულყოფას და არგუმენტირებული დასკვნების შემუშავებას;
საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
ცოდნა და გაცნობიერება:
1. ახდენს სისტემური ცოდნის სიღრმისეულად განხილვას საერთაშორისო ბიზნესის შემდეგ სფეროში: საერთაშორისო ეკონომიკა, სტრატეგიული მარკეტინგი, საერთაშორისო ოპერაციები, მომარაგების ჯაჭვი, საერთაშორისო კორპორაციათა ფინანსები და საინვესტიციო პოლიტიკა.
2. სიღრმისეულად აღწერს საერთაშორისო ბაზარზე კომპანიათა სტრატეგიებს, ქცევის მოდელებს, დაგეგმვის ინსტრუმენტებსა და თავისებურებებს, მოგების მისაღებად კომპანიის რესურსების გამოყენებას მათ ფინანსურ მაჩვენებელებს;
უნარი:
3. მულტიდისციპლინურ გარემოში, ანალიტიკური და კრიტიკული კვლევის შედეგების იდენტიფიცირებისთვის იყენებს კვლევის უახლეს მეთოდებს და მიდგომებს;
4. ლიდერობის სტრატეგიებისა და მოდელების გამოყენებით აფასებს ცვალებად ბიზნეს გარემოში მიმდინარე მოვლენებს, ცვლილებების მოთხოვნას და კომპანიის მზადყოფნას ცვლილებების განსახორციელებლად, საერთაშორისო კომპანიების საქმიანობის შედეგებს, მათ ფინანსურ მდგომარეობას, კორპორაცულ-სოციალური პასუხისმგებლობას, ადამიანური რესრუსების სტრატეგოული მართვის პოლიტიკას, ოპერაციულ სტრატეგიებს ;
5. კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით განსაზღვრავს კორპორაციული პორტფელის სტრუქტურულ ალტერნატივებს და შეიმუშავებს სათანადო მენეჯერულ გადაწყვეტილებებს;
6. აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით დამოუკიდებლად ახორციელებს კვლევას საკუთარი დასკვნების, არგუმენტებისა და კვლევის შედეგების დემონსტრირებას როგორც ზეპირი ისე წერილობითი ფორმით.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:
7. პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი რეგულაციების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად იღებს დასაბუთებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს;
8. იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი და გუნდის წევრების პროფესიულ განვითარებაზე.
დასაქმების სფერო
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტში - ხარისხის მიღების შემდგომ, კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ბიზნესის და ეკონომიკის სფეროების სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში.
მაგისტრს საქმიანობის გნხორციელება შეეძლება სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში; არასამთვრობო სტრუქტურებში; საერთაშორისო კომპნიებსა და ორგანიზაციებში;საქართველოში არსებულ საერთაშორისო კორპორაციებში, როგორც სამრეწველო, ისე მომსახურების სფეროების ერთობლივ საწარმოებში; საბანკო და საფინანსო წრეებში, სადაზღვევო კომპანიებში და სხვ.
მაგისტრის პროფესიული საქმიანობის სახეებია: საერთაშორისო კომპანიათა საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება, მოტივირება, კოორდინირება, რეგულირება და კონტროლი. საორგანიზაციო-მმართველობითი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო, საინფორმაციო-ანალიტიკური, საკონსულტაციო-ექსპერტული, კვლევითი, პედაგოგიური და სხვა საქმიანობის განხორციელება და დამოუკიდებლად პროფესიონალური გადაწყვეტილების მიღება ზედა დონის მმართველობით რგოლში ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია სწავლა გააგრძელოს დოქტორანტურაში, ან დაეუფლოს კვალიფიკაციის ამაღლების სხვა პროგრამებს.