„ოპერატორის ხელოვნების“ პროგრამის მიზანია შესძინოს მსმენელს ის ცოდნა, ოსტატობა, სპეციფიური უნარ-ჩვევები, რაც უკავშირდება ოპერატორის პროფესიას - გადაღების წარმოებას მულტიმედია პლატფორმაზე პროფესიული სტანდარტების დაცვის გათვალისწინებით.
„ელექტრონული მედიის მონტაჟის“ პროგრამის მიზანია შეასწავლოს მსმენელს სატელევიზიო და რადიო მონტაჟის ტექნიკა, მონტაჟის ძირითადი პროგრამა (Adobe premiere Pro), სატელევიზიო და/ან სარეკლამო კლიპის, სატელევიზიო სიუჟეტის მომზადების მთავარი პრინციპები, მეთოდები და ეთიკური ნორმები.
პროგრამების ფუნქციონირება უზრუნველყოფილია თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობებითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, რადიო და სატელევიზიო სტუდიები).
მეცადინეობებს გაუძღვებიან ტელევიზიაში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე დარგის ცნობილი სპეციალისტები: ედნარ გიორგობიანი და ლევან ბაინდურაშვილი.
მასტერ-კლასებს ჩაატარებს ცნობილი ტელერეჟისორი და მრავალი კლიპის ავტორი - გიორგი ებრალიძე.
სწავლის ხანგრძლივობა: 5კვირა.
პროგრამის მოცულობა: 48 საათი.
პროგრამის სწავლების ღირებულება: 150 ლარი (გთუნის სტუდენტებისათვის უფასოა).
სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.