პრაქტიკული მარკეტინგი
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, რომლებიც მიიღებენ ცოდნას მარკეტინგში და ისწავლიან ამ ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში; ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც უკვე გააჩნიათ საბაზისო ცოდნა ამ მიმართულებით, სურვილი აქვთ გაიღრმავონ ეს ცოდნა და დასაქმდნენ შესაბამის სტრუქტურებში.
კურსის მიზანი. კურსის მიზანია მსმენელს დაეხმაროს მარკეტინგული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც მოქმედი მარკეტოლოგებისთვის, ისე მარკეტინგით დაინტერესებული პირებისთვის.
კურსი მოიცავს ორ საფეხურს. ყოველი საფეხურის შემდგომ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. პირველი საფეხური განკუთვნილია დამწყებთათვის, რომლებიც დაეუფლებიან მარკეტინგის ზოგად კურსს, რომელიც გაჯერებული იქნება პრაქტიკული მაგალითებით და ქეისებით.. ხოლო მეორე საფეხურზე მყოფი მსმენელები გაიღრმავებენ თეორიულ ცოდნას და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ ჩვევებს მარკეტინგული კვლევის, გაყიდვების, მომსახურების, მომხმარებელთა მოზიდვის და სხვა მიმართულებით.
პირველი საფეხურის გავლისას, მსმენელები შეისწავლიან:
- მარკეტინგის არსი და მნიშვნელობა
- ბიზნესის მისიის, ხედვის და მიზნების ჩამოყალიბება
- მარკეტინგული გარემოს გავლენა კომპანიაზე
- სეგმენტაცია და მიზნობრივი ბაზრის განსაზღვრა
- მომხმარებელთა ქცევის შესწავლა
- ფასწარმოქმნა
- მარკეტინგული სტიმულირების საშუალებები და მათი გავლენა ბიზნესის განვითარებაზე
- რეკლამა
- გაყიდვების სტიმულირება
- საზოგადოებასთან ურთიერთობა
მეორე საფეხურის გავლისას, მსმენელები შეისწავლიან:
- მარკეტინგული კვლევის ტექნიკები
- ბრენდინგი
- სოციალური მარკეტინგი და მისი გავლენა კომპანიის იმიჯზე
- მომხმარებლის მოზიდვის ტექნიკები
- გაყიდვების მართვა
- ინტერნეტ მარკეტინგი და მისი გავლენა გაყიდვების ზრდაზე
- ბენჩმარკეტინგი და კონკურენტების ანალიზი
- მარკეტინგული გეგმის შემუშავება და მართვა
სწავლების შედეგი: კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ, მიღებული ცოდნის და უნარჩვევების რეალურ სიტუაციაში გამოყენებას
სწავლების მეთოდები: ლექციის მსვლელობისას გამოყენებული იქნება სწავლების ინტერაქტიული მეთოდები: დიალოგი, დისკუსია, პრაქტიკული მაგალითები, ქეისები, რეალური სიტუაციების განხილვა - არსებული კომპანიების მაგალითზე.
კურსის ხანგრძლივობა თითოეული საფეხურისთვის: 6 კვირა -კვირაში 3 დღე.
ტრეინინგის ღირებულება შეადგენს 300 ლარს;
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მოქმედებს შეღავათიანი ფასი –100ლარი.
თითოეული საფეხურის (ტრენინგის) დასრულების შემდეგ გაიცემა სკც ,,მომავლის მენეჯერი’’–სა და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი, ორენოვანი სერტიფიკატი.