თანამედროვე მენეჯმენტი

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მოკლე პერიოდში დაეუფლოს მენეჯმენტის ტექნოლოგიებს კომპანიის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის.

თანამედროვე მენეჯმენტის ტრეინინგ კურსი მორგებულია როგორც არაპროფესიონალებზე, ასევე მათზე, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა და აიმაღლოს კვალიფიკაცია მენეჯმენტის კონკრეტული მიმართულებით, რაშიც დაგეხმარებათ ლოგიკური თანმიმდევობით შედგენილი საკითხები თანამედროვე მენეჯმენტში.

კურსის მიზანია კომპანიის ეფექტიანი მართვისათვის მსმენელები დაეუფლონ თანამედროვე მენეჯმენტის ტექნოლოგიებსა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც მომქმედი მენეჯერებისათვის, ასევე მენეჯმენტით დაინტერესებულ პირთათვის

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • თანამედროვე მენეჯმენტის მნიშვნელობა;
  • თანამედროვე მენეჯმენტის თავისებურებანი;
  • ორგანიზაციული სტრუქტურების აგების პრინციპები;
  • ორგანიზაციაში/კომპანიაში გუნდური მუშაობისა და TIME მენეჯმენტის პრინციპები;
  • სტრატეგიული მენეჯმენტის პრინციპები; სტრატეგიის ფორმირების პროცესი და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
  • ცვლილებების მართვა და გადაწყვეტილების მიღება;
  • ორგანიზაციის/კომპანიის ოპერაციული მართვისა და ხარისხის კონტროლის დანიშნულება და ტექნოლოგია;
  • პროექტების/ღონისძიებების (Event) მართვის პრინციპები;
  • პროექტის/ღონისძიებების (Event) შემუშავება; საპროექტო გუნდი;
  • პროექტის/ღონისძიებების (Event) ბიუჯეტირება;
  • რისკები; მათი განსაზღვრა და მართვა.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ თანამედროვე მენეჯმენტის ყველა დონეზე ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღება; ორგანიზაციის მიზნებისათვის კადრების სწორად შერჩევა და გუნდის ეფექტური მარვა; შედეგებისათვის უფლება–მოვალეობათა დელეგირებისა და ოპერაციული მენეჯმენტის წარმატებით განხორციელება; კომპანიის სტრატეგიის შემუშავება და მისი წარმატებით განხორციელება; დროის ეფექტური მართვა; სწრაფად ცვლად გარემოში სწორი გადაწყვეტილებების მიღება; მიმდინარე და გრძელვადიანი პროექტების/ღონისძიებების(Event) დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;

ტრინინგის დროს გამოიყენება სწავლების ინტერაქტიური მეთოდი, ,,CASE STUDY’’, გუნდური მუშაობის, როლური და სიტუაციური თამაშების მეთოდები;

კურსი წარიმართება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის ,, Decision–2000 ‘’–ის გამოყენებით.

ტრეინინგი ჩატარდება კვირაში სამჯერ ; 2–2 საათი; 8 კვირა.

ტრეინინგის ღირებულება შეადგენს 300 ლარს;

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მოქმედებს შეღავათიანი ფასი –100ლარი

ტრინინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სკც ,,მომავლის მენეჯერი’’–სა და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი, ორენოვანი სერტიფიკატი.


სააპლიკაციო ფორმა ...