გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ხელს უწყობს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტთა მობილობას.
უნივერსიტეტის არსებობის მცირე დროის მანძილზე უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ნიდერლანდების ერთ-ერთ უდიდეს და ცნობილ ინჰოლანდის უნივერსიტეტთან (ნიდერლანდების სამეფო) და ბირმინგემის კოლეჯთან (დიდი ბრიტანეთი).
გთუნი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობს პადერბორნის უნივერსიტეტთან (გერმანია); ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტთან (ბულგარეთი); ბრემენჰაფენის უნივერსიტეტთან (გერმანია); ბადენ-ვიურთენბერგის დუალური სწავლების უნივერსიტეტთან (გერმანია;) კონსტანტას ოვიდიუსის სახელობის უნივერსიტეტთან (რუმინეთი); ბანსკა-ბისტრიცას მატეი ბელას უნივერსიტეტთან (სლოვაკეთი); ვენტსპილსის უნივერსიტეტთან (ლატვია); ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტთან (გერმანია), ოდესის საზღვაო აკადემიასთან(უკრაინა) და სხვა.
ჩამოთვლილ უნივერსიტეტებთან პარტნიორული თანამშრომლობით იხვეწება გთუნის სასწავლო პროგრამები და სწავლების მეთოდები; შეიქმნა ტრენინგ კურსები სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში (LLL) მიზნებისა და ბიზნეს სექტორისთვის; ტარდება მასტერ-კლასები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის; ევროკომისიის დაფინანსებით მომზადდა სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე და სხვა.
EURAC RESEARCH - იტალიის (ბოცენი) ევროპული კვლევის აკადემიასთან მიღწეულია შეთანხმება და განხორციელდება ერთობლივი კვლევები.
გთუნი-ს აკადემიური პერსონალი მჭიდროდ თანამშრომლობს ტურიზმის მეცნიერ-ექსპერტთა ერთ-ერთ პირველ და ავტორიტეტულ საერთაშორისო ასოციაციასთან (AIEST- International Cooperation of Scientific Experts in Tourism) და არის მისი მუდმივი წევრი.
გთუნი-ს სამართლის ფაკულტეტის პროფესორი მჭიდროდ თანამშრომლობს პოლონეთის საერთაშორისო არბიტრაჟთან. იგი არის საერთაშორისო არბიტრაჟის წევრი, ასევე, კავკასიის საერთაშორისო არბიტრაჟის არბიტრაჟთა საბჭოს თავმჯდომარე.
2016-17; 2017-18 სასწავლო წელს Erasmus+ KA107 Students Mobility ფარგლებში ინჰოლანდის უნივერსიტეტის როტერდამის ბიზნესის, ფინანსებისა და სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის 8 სტუდენტი;
2017-2018 სასწავლო წელს Erasmus+ KA107 Teachers Mobility ფარგლებში ინჰოლანდის უნივერსიტეტის როტერდამის ბიზნესის, ფინანსებისა და სამართლის ფაკულტეტზე და ჰაარლემის სკოლის კრეატიული ბიზნესის ფაკულტეტზე, ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის ლექციებს კითხულობდა გთუნი-ს სამი პროფესორი.