გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული განყოფილება წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი ამოცანებია:
- უნივერსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ უნივერსიტეტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;
- ნორმატიული აქტების სწორი და ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის თანამდებობის პირების მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;
- უნივერსიტეტის წარმომადგენლობა სასამართლოში;
- შემოსული წერილების, საჩვრების, განცხადებების განხილვა და დასკვნების მომზადება;
- უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
განყოფილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, შინაგანაწესით, განყოფილების დებულებითა და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა წესებით.
განყოფილების უფროსი: | ნინო ბოჭორიშვილი |
ტელ.: | (995 32) 2 66-15-12 ( +120) |
ელ. ფოსტა: | nino.bochorishvili@gtuni.edu.ge |