პარტნიორთა კრებისა და რექტორის აპარატი

პარტნიორთა კრებისა და რექტორის აპარატი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.

აპარატის ძირითადი ამოცანებია უნივერსიტეტის მართვის ორგანოების, სტრუქტურული ერთეულების, უნივერსიტეტის თანამშრომლების საქმიანობის ორგანიზაციული და საინფორმაციო მომსახურება;

აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
  • რექტორის, აკადემიური საბჭოს, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
  • პარტნიორთა კრების, აკადემიური საბჭოს სხდომების და რექტორის თათბირების ორგანიზება;
  • თათბირებზე მოსაწვევ პირთა გაფრთხილების და რეგისტრაციის ორგანიზება;
  • სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლება და დამსწრეთა ამ მასალებით უზრუნველყოფა;
  • რექტორის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და შეხვედრების ორგანიზება;
  • უნივერსიტეტში ოფიციალური სტუმრების მიღების და გასტუმრების უზრუნველყოფა;
  • ტექტორის, აკადემიური საბჭოს, სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
  • რექტორის და პარტნიორთა კრების თავმჯდომარის მითითებებისა და დავალებების შესრულება;
  • რექტორის მიერ გამოცემული აქტების, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფა;
  • რექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
  • უნივერსიტეტში დასაქმებულ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საქმიანობის საინფორმაციო–საკონსულტაციო მომსახურება.

აპარატი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის შინაგანაწესით, აპარატის დებულებითა და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა წესებით.

აპარატის უფროსი:

სოფო თევდორაძე

ტელ.:

(995 32) 266-15-12 +122

ელ. ფოსტა:

sofo.tevdoradze@gttu.edu.ge