გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციაში შედის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციის კოორდინაცია, კონტროლი აღრიცხვა–ანგარიშგების განყოფილების საქმიანობაზე. ასევე ფინანსური დირექტორისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენასა და სხვა უფლებამოსილებების განხორციელებაში დახმარების გაწევა.

სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით, "მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით", უნივერსიტეტის შინაგანაწესით, სამსახურის დებულებითა და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა წესებით.

სამსახურის უფროსი: ლამზირი სალია
ტელ.: (995 32) 266-15-12 +134
ელ. ფოსტა: lamziri.salia@gttu.edu.ge