გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის საორგანიზაციო დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე და ასრულებს კანონის საფუძველზე რექტორის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

  • ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის დამუშავება და დანერგვა;
  • დოკუმენტაციის ბრუნვის ოპტიმიზაცია და მათი ფორმების უნიფიცირება;
  • ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინირება, დაკავშირებული საქმის წარმოებასთან და დოკუმენტების ბრუნვასთან;
  • რექტორისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და ა. შ.

დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, დეპარტამენტის დებულებითა და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა წესებით.

დეპარტამენტის უფროსი: ლიანა თავართქილაძე
ტელ.: (995 32) 266-15-12 +122
ელ. ფოსტა: lia.tavartkiladze@gttu.edu.ge