შპს “გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“-ს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს.

ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით და წინამდებარე დებულებით.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს უნივერსიტეტის დაარსების დღიდან და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, პირველ რიგში კი იმ კრიტერიუმებს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 11.11.2005 წლის #618 ბრძანება მოითხოვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებულებებისაგან. აქ ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტთა და თანამშრომელთა სასწავლო და სამეცნიერო მუშაობისათვი.

ბიბლიოთეკას აქვს მყუდრო, ნათელი, მოხერხებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი, აბონემენტი და საცავი, რომელთა ერთმანეთთან კავშირი საშუალებას იძლევა ოპერატიულად მოხდეს მკითხველთა მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ბიბლიოთეკის ფონდში თავმოყრილია უახლესი ლიტერატურა მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან, ფონდის უმეტესი ნაწილი დაკომპლექტებულია უნივერსიტეტის პროფილის შესაბამისი სასწავლო სახელმძღვანელოებითა და სამეცნიერო ლიტერატურით, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე.

ბიბლიოთეკაში დაცულია სამეცნიერო-სასწავლო ლიტერატურის, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული ლექციების ელექტრონული (CD და DVD) ვერსიები.

ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ორი სახის - ანბანური და სისტემატური კატალოგი, ასევე ელექტრონული კატალოგი (OpenBiblio).

სამკითხველო დარბაზი აღჭურვილია ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებით, რაც მკითხველებს საშუალება აძლევს უფასოდ ისარგებლონ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსებით. კერძოდ, ქართული ელექტრონული წიგნით, ციფრული ბიბლიოთეკით.

ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველღე, გარდა კვირა დღისა; ორშაბათი - პარასკევი 09:30 საათიდან 17:30 საათამდე და შაბათს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

მისამართი: 0101, ქ. თბილისი, სამღერეთის ქ. № 5

ანბანური ელექტრონული კატალოგი:

+995 (32) 266-02-91 (+144) დირექცია
+995 (32) 266-02-92 (+145) აბონემენტის სამსახური

library@gtuni.edu.ge

ბიბლიოთეკის მენეჯერი:

ლალი ყაულაშვილი

ტელ: (995 32) 2 66-15-12 (+144)
ელ.ფოსტა: lali .kaulashvili@gtuni.edu.ge