მობილობა
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში შესაძლებელია სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან სხვა უმაღლეს საგანმანათლელო დაწესებულებაში მობილობის განხორციელება. გარდა ამისა, დაშვებულია ერთი საგანმანათლელო პროგრამიდან, ერთი საფეხურის ფარგლებში, მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლა:
-
მობილობის უფლება სტუდენტს ეძლევა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი;
-
დაუშვებელია მობილობა პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
-
თუ უნივერსიტეტის ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთა განცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ უნივერსიტეტის მიერ რეგისტრირებული ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული /სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს;
-
მობილობის მსურველი, რომელიც უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში, არ მიმართავს განცხადებით უნივერსიტეტს ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისა;
-
თუ უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ბოლო ადგილზე გასულია ორი ან მეტი სტუდენტი, უნივერსიტეტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას ამ საგანმანათლებლო პროგრამისათვის ადგილის/ადგილების დამატების თაობაზე;
-
იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტში არ არსებობს სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში ვაკანტური ადგილი, უნივერსიტეტის მიმართვის საფუძველზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმატებს მას მისაღებ სტუდენტთა იმ რაოდენობას, რაც აუცილებელია თანაბარქულიანი მობილობის მსურველების ჩასარიცხად. ასეთ შემთხვევაში დამატებითი ადგილების რაოდენობა აკლდება უნივერსიტეტისათვის მომდევნო სასწავლო წელს მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას;
-
განსხვავებული სასწავლო კურსების ასათვისებლად სტუდენტს ენიშნება დამატებითი ლექცია-კონსულტაციები და ეძლევა ვადა მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე;
-
არაღიარებული კრედიტების აღდგენა სტუდენტს აკისრებს დამატებით ფინანსურ ვალდებულებას;
-
აღიარება ფორმდება უნივერსიტეტის საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა უნივერსიტეტის პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა;
-
უნივერსიტეტი უფლებამოსილია გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობა;
-
ამ თავსებადობის არარსებობა პირის მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.