აღდგენა
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის აღდგენა ხორციელდება შემდეგი პრინციპით:
- სტუდენტის სტატუსის აღდგენა, იმ უნივერსიტეტში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტს სტატუსი, დასაშვებია აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლების გადაჭარბებით.
ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის უნივერსიტეტის მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას;
-
სტუდენტის შეჩერებული სტატუსის აღდგენა შესაძლებელია სემესტრიდან, რომელშიც მოხდა სტატუსის შეჩერება;
-
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახალი მოპოვება დასაშვებია მხოლოდ ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე;
-
სტუდენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხვის შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭო განსაზღვრავს თუ რა ეტაპიდან განაგრძობს სწავლას სტუდენტი;
-
ფაკულტეტის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით შექმნილი კომისიის წერილობითი მოტივირებული დასკვნის საფუძველზე, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ ათვისებული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა და შეუსაბამობები იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.
უნივერსიტეტიდან გარიცხული/ამორიცხული სტუდენტის აღდგენის წესით ჩარიცხვა
- გთსთსუ-დან გარიცხული\ამორიცხული სტუდენტის აღდგენის წესით ჩარიცხვა რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანების შესაბამისად.
- ამ წესის ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსით შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია, მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
- სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.