უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილ კლასებში, სადაც თითოეულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, ინდივიდუალურად შეასრულოს პრაქტიკული დავალებები.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ თანამედროვე ინოვაციური ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევებს, შეისწავლონ და შეძლონ მათი გამოყენება მომავალი საქმიანობის სფეროში.
სასწავლო პროცესში დანერგილი კომპიუტერული პროგრამები „ბანკი 2000“, “ArcGis”, “ორისი“, “MS Project”, "SPSS" და სხვა სტუდენტებს ეხმარება თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში.
უნივერსიტეტში დანერგილია სწავლების მართვის სისტემა - LMS Moodle. ამ სისტემაში შექმნილი ელქტრონული სასწავლო კურსები აქტიურად გამოიყენება სწავლების ტრადიციული ფორმების პარალელურად.
კომპიუტერულ კლასებში LMS Moodle-ს ტესტირების მოდულის გამოყენებით სტუდენტების ცოდნის დონის შეფასება ხდება როგორც შუალედურ, ასევე დასკვნით გამოცდებზე.