სტიპენდია, მისი მიღების წესი და პროცედურა
სტიპენდია არის ფულადი ჯილდო, რომელიც არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას.
სტიპენდია შეიძლება დაენიშნოს ნებისმიერ ფრიადოსან სტუდენტს (უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე).
სტიპენდია გამიზნულია იმ სტუდენტთა წახალისებისათვის, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით და აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტის სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
შერჩევის საფუძველზე „სტიპენდია“ გაიცემა ყოველთვიურად ერთი სემესტრის განმავლობაში, თუ სტუდენტისათვის სტიპენდიის მინიჭების წესის თანახმად, არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება „სტიპენდიის“ ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტზე ოთხ სტუდენტს ენიჭება სტიპენდია ერთი სემესტრის განმავლობაში. აქედან შესაბამის სასწავლო წელზე სტიპენდიას მიიღებს მხოლოდ ერთი სტუდენტი.
სტიპენდიის მოპოვება არ გამორიცხავს იმავე სტუდენტის მიერ შემდეგ სემესტრში სტიპენდიის მიღების შესაძლებლობას.
გადაწყვეტილება სტიპენდიის მინიჭების თაობაზე საჯაროა.