სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ისინი მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის ჩამოყალიბების, აკადემიური პროცესების მონიტორინგისა და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების მართვაში.
უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა მოწოდებულია დაიცვას სტუდენტთა უფლებები, ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოს თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების პირობები და ხელი შეუწყოს სტუდენტთა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.