გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2019 წლის 17 მაისს ქ. თბილისში, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართი: ქ. თბილისი, სამღერეთის ქ. 5) ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანის უფლებები და კონსტიტუციური გარანტიები“.
კონფერენციის მუშაობაში, ცნობილ ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სამართლის დარგის აღიარებული მეცნიერები გერმანიიდან, ჩინეთიდან და უკრაინიდან.
დაგეგმილია კონფერენციის მოხსენების მასალების გამოცემა სამეცნიერო კრებულის სახით.