განცხადებები და ანონსები

2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

21 იანვარი 2025

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • ტურიზმი;
  • ჟურნალისტიკა;
  • ფსიქოლოგია;
  • სამართალი;
  • ბიზნესის ადმინისტრირება(ინგლისურენოვანი);
  • ტურიზმი(ინგლისურენოვანი).


სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • სოციალური ფსიქოლოგია;
  • სისხლის სამართალი;
  • კერძო სამართალი

მობილობის მსურველებმა თავდაპირველად რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ პორტალზე

www.students.emis.ge 2025 წლის 29 იანვრიდან 07 თებერვლის 18:00 საათამდე.

მობილობის მსურველ პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

- განცხადება (რექტორის სახელზე);

- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

- პირადობის მოწმობის ასლი;

- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);

- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

- სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის უნივერსიტეტში გამოცხადების/ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა - 2025 წლის 12 თებერვლიდან - 17 თებერვლის ჩათვლით.

უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება და გაცნობა 2025 წლის 12 თებერვლიდან - 17 თებერვლის ჩათვლით.

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სამართლებრივი აქტის პროექტის უნივერსიტეტის რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა - 2025 წლის 19 თებერვალი. .

სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა - 2025 წლის 01 მარტამდე.

საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ როგორც ონლაინ ( info@giu.edu.ge ), ასევე ადგილზე მოტანით: მის. სამღერეთის . 5

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+ 995 32) 2 66 15 12;

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბრძანება