მიმდინარე წლის 23 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის სახელწოდებაა „ფსიქოლოგია XXI საუკუნეში: ფსიქოლოგიური კვლევები“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები.
კონფერენციის მონაწილენი წარმოადგენენ კვლევით პროექტებსა და შედეგებს.
გამოვლინდება საუკეთესო ნაშრომები სხვადასხვა ნომინაციაში.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.