საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 8 აპრილს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავს სპორტულ შეჯიბრებებს შემდეგ სახეობებში:
- გარბენი( 3კმ.) - სლოგანით ,,ირბინე შენი გულისთვის";
- ქუჩის ფეხბურთი.
მსურველები დაგვიკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
რეგისტრაცია დასრულდება 2017 წლის 6 აპრილს.