2017 წლის 7 ივნისს 10:30 საათზე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში საქმიანი ვიზიტით მობრძანდებიან წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის (აშშ) ადმინისტრაციის წარმომადგენლები (რექტორი, პრორექტორი, უნივერსიტეტის პროფესორი).
შეხვედრის თემა იქნება გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტს (აშშ) შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლება.
იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.