საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (ყოფილი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისისი სასწავლო უნივერსიტეტი) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.
ძირითადი მოვალეობები და სავალდებულო კომპეტენციები:
- უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში აქტივობების განხორციელება:
- პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების ქსელის შექმნა და გაფართოება. ურთიერთთანამშრომლობის გეგმის შემუშავება და მემორანდუმების გაფორმებაში მხარდაჭერა;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების, სასწავლებლად გამოცხადებული/არსებული ფონდების, გრანტების, სტიპენდიების და აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და სტუდენტების ინფორმირება;
- საერთაშორისო მივლინებებისა და საქმიანი ვიზიტების ორგანიზება/ განხორციელება;
- წერილობითი ან ზეპირი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- უცხოენოვანი სტუდენტების მოზიდვის ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- საქმიანი კომუნიკაციის მაღალ დონეზე წარმოების უნარი (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით);
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Word, Powerpoint, Excel და ა.შ) ;
- უმაღლესი განათლების სისტემის (როგორც საქართველოს, ასევე ევროპული საგანმანათლებლო სისტემების) შესახებ ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ეფექტურად მუშაობის უნარი როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr@giu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.