განცხადებები და ანონსები

ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხულ პირველკურსელთა საყურადღებოდ!

29 აგვისტო 2015

2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხულმა პირველკურსელებმა უნივერსიტეტში დასარეგისტრირებლად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 4 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 და ელექტრონული ვერსია CD ჩაწერილი;
  • საჯარო/კერძო სკოლის ატესტატი (დედანი) ან ცნობა სკოლის დამთავრების თაობაზე;
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სწავლის ქირის 1/4 თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი(საბანკო რეკვიზიტებია: ბანკი "რესპუბლიკა"; საიდენტიფიკაციო N: 204555524; ანგარიშის N: GE 92 BR00000 10177482330; ბანკის კოდი: REPLGE22).




საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 31 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 16:30 საათამდე.

სწავლა იწყება 2015 წლის 7 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე.

7 სექტემბრის 09:30 საათიდან სტუდენტებს ე. წ. „გადასასვლელი ხიდიდან“ (ც. დადიანის ქ. N39) მოემსახურება უნივერსიტეტის ავტობუსები.

გარდა ამისა, შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაც.

ავტობუსები N 36; N48.

სამარშრუტო ტაქსები: N37; N222.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 2 66 15 12; 2 24 65 90; 2 24 65 91.

ელ. ფოსტა: info@gttu.edu.ge

ვებ გვერდი: www.gttu.edu.ge