2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხულმა პირველკურსელებმა უნივერსიტეტში დასარეგისტრირებლად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადი განცხადება რექტორის სახელზე (ფაკულტეტის მითითებით);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/დაპასპორტის ასლი;
- 4 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 და ელექტრონული ვერსია CD ჩაწერილი;
- საჯარო/კერძო სკოლის ატესტატი (დედანი);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- სწავლის ქირის 1/4 თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (საბანკო რეკვიზიტებია: ბანკი "რესპუბლიკა"; საიდენტიფიკაციო N:204555524; ანგარიშის N:GE92BR0000010177482330; კოდი: REPLGE22).
საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 31 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,10:00 საათიდან 16:30 საათამდე.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სასწავლო პროცესი იწყება 2016 წლის 12 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე.
12 სექტემბრის 09:30 საათიდან სტუდენტებს ე. წ. „გადასასვლელი ხიდიდან“ (ც. დადიანის ქ. N39) მოემსახურება უნივერსიტეტის ავტობუსები.
გარდა ამისა, შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაც.
ავტობუსები N 36; N48.
სამარშრუტო ტაქსები: N37; N222.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 2 66 15 12; 2 24 65 90; 2 24 65 91.
ელ. ფოსტა: info@gttu.edu.ge