გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტთა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთათვის რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 05 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).
გთუნი-ს ბაკალავრიატში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და პასპორტის ასლი;
- 2 ფერადი (3x4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი);
- სამხედრო-სავალდებულო აღრიცხვის მოწმობის ასლი;
- სწავლის ქირის ¼ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ბანკი თიბისი).