გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტთა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთათვის რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 01 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით (ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე).
ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და პასპორტის ასლი;
- 2 ფერადი (3x4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი);
- სამხედრო-სავალდებულო აღრიცხვის მოწმობის ასლი;
- სწავლის ქირის ¼ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ბანკი თიბისი).
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: (995 32) 2 66 15 12 ან 2 66 23 41