2018 წლის 2 – 4 მარტს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში ატარებს "ზამთრის უნივერსიადა 2018"-ს.
უნივერსიადა ჩატარდება შემდეგ სახეობებში:
- სათხილამურო კროსი და გიგანტური სლალომი (თითოეული უმაღლეს სასწავლებლიდან 2 ვაჟი და 2 გოგონა);
- სნოუბორდ კროსი (თითოეული უმაღლეს სასწავლებლიდან 4 ვაჟი).
მსურველები დაგვიკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ- კვირის გარდა.
რეგისტრაცია დასრულდება 28 თებერვალს.