გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს დამატებით მიღებას ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ვაკანტურ ადგილებზე:
- სპეციალობა: საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი
საგანი: ბიზნესის საფუძვლები, მიკრო და მაკრო ეკონომიკა - 24.09.2018 წ. - 10:00 სთ.
შერეული ფორმა (წერა და ზეპირი)
საგანი: უცხო ენა (ტესტირება, გასაუბრება) - 25.09.2018 წ. - 10:00 სთ.
- სპეციალობა: საბანკო საქმე
საგანი: საბანკო საქმის საფუძვლები - 24.09.2018 წ. - 11:00 სთ.
შერეული ფორმა (წერა და ზეპირი)
საგანი: უცხო ენა (ტესტირება, გასაუბრება) - 25.09.2018 წ. - 10:00 სთ.
- სპეციალობა: მასობრივი კომუნიკაცია
საგანი: მასობრივი კომუნიკაცია - 24.09.2018 წ. - 12:00 სთ.
შერეული ფორმა (წერა და ზეპირი)
საგანი: უცხო ენა (ტესტირება, გასაუბრება) - 25.09.2018 წ. - 10:00 სთ.
მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
1. პირადი განცხადება რექტორის სახელზე (სამაგისტრი პროგრამის მითითებით);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან /და პასპორტის ასლი;
3. ოთხი ფერადი (3x4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
4. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2018 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი);
5. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი;
6. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
7. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- საბუთების მიღება იწარმოებს 18 სექტემბრიდან 21 სექტემბერის ჩათვლით 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა);
- დამატებითი გამოცდები ჩატარდება შერეული ფორმით.