ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისათვის 2022-2023 სასწავლო წლისათვის ჩეხეთში სასწავლებლად გამოყო 22 სრული სტიპენდია.
აქედან 12 სტიპენდია განკუთვნილია ჩეხურ ენაზე სასწავლო პროგრამებისათვის, ხოლო 10 სტიპენდია - ინგლისურენოვანი პროგრამებისათვის.
სტიპენდიები ითვალისწინებს სასწავლო პროგრამებს შემდეგ სფეროებში: საინჟინრო, სამშენებლო, ეკონომიკა/ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მათემატიკა/სტატისტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
www.msmt.cz/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries?lang=2