ჩინეთის ვანკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა წარმოგვიდგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას (IMPH) „ჩინეთის ბრწყინვალების ახალგაზრდული სქემის“ ფარგლებში".
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეს ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა (სწავლება ინგლისურად) მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს განვითარებად სამყაროში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ლიდერების ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობით.
ჩინეთის მთავრობის აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა, ჩინეთის განათლების სამინისტროსთან ერთად, ფარავს არა მხოლოდ სწავლის, არამედ საერთაშორისო მოგზაურობისა და კაპმუსზე ცხოვრების ხარჯებს.
სასწავლო სტიპენდია გათვალისწინებულია 2-3 პოტენციური სტუდენტისთვის, სრული 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის მარტის ბოლომდე.
დეტალური ინფორმაციისათვის გადადით შემდეგ ბმულზე:
http://gradadmission.tsinghua.edu.cn/f/login