9 ივლისიდან იწყება ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის და GTUNI-ს ყველაზე მოთხოვნადი პროექტი: ,,ჩინურენოვანი საერთაშორისო ბანაკი ბაკურიანში".
ჩინურენოვანი ბანაკი CIEC-ის ინსტიტუტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული პროექტია, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება და გთავაზობთ სიახლეებით, შემეცნებით, ემოციებით დატვირთულ დაუვიწყარ დღეებს.
ბანაკში გელით:
- ჩინური ენის სწავლა თამაშით;
- კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები;
- ლაშქრობები;
- უშუსა და თაიძის ვარჯიშები;
- ჩინური ჭადრაკის გაკვეთილები;
- მასტერკლასები, რომელიც მიზნად ისახავს კრეატიული და კრიტიკული აზროვნების დახვეწას, გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესებას;
- საღამოს წვეულებები;
- გათამაშებები, საჩუქრები და განსაკუთრებული პრიზები;
- ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილის სერტიფიკატი და 15 %-იანი ფასდაკლების ვაუჩერი ჩინური ენის შემოდგომის სემესტრის კურსზე.
ბანაკის პედაგოგები არიან ქართველი და ჩინელი გამოცდილი პედაგოგები, დარგის ექსპერტები.
ბანაკში ქართველებთან ერთად მონაწილეობენ ჩინელი და სხვა უცხოელი მოსწავლეები.
თარიღი: 9-18 ივლისი (ხანგრძლივობა 10 დღე).
ლოკაცია: ბაკურიანი.
სამუშაო ენა: ქართული, ჩინური, ინგლისური.
რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა რამდენიმე დღე, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია! თუ დაინტერესდი, გაიარე მარტივი რეგისტრაცია ბმულზე და გამოგვყევი თავგადასავლებით სავსე სამყაროში: https://forms.gle/bpKEHPpMtz1hfZrR6
საფასური: 1050 ლარი.
ღირებულებაში შედის:
- ტრანსფერი: თბილისი-ბაკურიანი-თბილისი;
- სასტუმროში განთავსება;
- სამჯერადი კვება;
- სასწავლო მასალები;
- ყველა ზემოთჩამოთვლილი აქტივობა;
- ბრენდირებული მაისურები და სხვა საჩუქრები;
- ფოტო-ვიდეო გადაღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის: (+995) 551 686 688; (+995) 596 686 688 ; ciec@gtuni.edu.ge
მისამართი: თბილისი, ბალანჩივაძის ქ. 43