დარეგისტრირდი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის(ყოფილი გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი) სამაგისტრო პროგრამებზე და ისარგებლე უპრეცედენტო ფინანსური შეთავაზებით.
ისწავლე შენთვის სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე:
- სისხლის სამართალი;
- კერძო სამართალი;
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- მასობრივი კომუნიკაცია;
- საბანკო საქმე.
საგამოცდო საკითხები:
ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
მაგისტრანტობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე (განცხადების ნიმუში)
- ფერადი ფოტოსურათი (3x4) ამობეჭდილი, (4 ცალი) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დედანი ან მათი ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის(პასპორტის) ასლი დედანთან ერთად;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი ასლი;
- გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბუთების მიღების ვადა: 01 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
საპრეტენზიო განცხადებების მიღება: 26, 27 და 28 სექტემბერი.
საბოლოო შედეგების გამოცხადება: 29 სექტემბერი.
ფორმის შესავსებად აუცილებელია:
1: მეილის ქონა Google(Gmail)-ზე!!!
2: ფორმის შესავსებამდე შედით თქვენს მეილზე
3: იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები განცხადების ნიმუში.