განცხადებები და ანონსები

Erasmus+: გაცვლითი პროგრამის კონკურსი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

1 ოქტომბერი 2024

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს “Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

აღნიშნული კონკურსი ცხადდება ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში ჯიუ-ს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების I, II, III და IV კურსებისა და საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის.

აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული სტუდენტი და აკადემიური პერსონალი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას და თანხას საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. გაცვლითი პროგრამის დაფინანსების დეტალების, კონკურსის ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ დანართები.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

გრიგოლ კალანდაძე

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;

ასოცირებული პროფესორი

599 15 05 02

grigol.kalandadze@giu.edu.g

დანართი 1

დანართი 2