2022 წლის 16 დეკემბერს, 13:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გიწვევთ ფორუმზე: ,,თანამედროვე მენეჯმენტი და HR”.
GTUNI-ის HR ფორუმის მიზნებია:
- თანამედროვე მენეჯმენტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების განხილვა;
- ადამიანური რესურსების მართვის ახალ მიდგომებზე, HR პოლიტიკაზე და სტრატეგიაზე, თანამშრომლების შერჩევის პროცესზე, ტალანტ მენეჯმენტზე, პროფესიულ განვითარებაზე, კარიერის მართვაზე და ეთიკის საკითხებზე დისკუსია;
- მენეჯმენტის ახალი, ინოვაციური მეთოდების განხილვა და მათი დანერგვის გზების განსაზღვრა;
- ორგანიზაციული განვითარების, ცვლილებების მართვის, რეფორმების დანერგვის და ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესებაზე ახალი მიგნებების პოვნა და განხილვა;
- თანამედროვე მენეჯმენტსა და HR საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება.
#GTUNI-ს ფორუმს გახსნის:
- გიორგი მათიაშვილი - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის რექტორი;
- ელი ელისაშვილი - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის კანცლერი;
ღონისძიების I სესია
- თანამედროვე მენეჯმენტის ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები;
- ორგანიზაციული განვითარება, ცვლილებების მართვა, ორგანიზაციული კულტურა;
- როგორ ვაქციოთ გამოწვევები შესაძლებლობებად მენეჯმენტში.
მოდერატორი: სოფიკო თევდორაძე - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი.
სპიკერები:
- ელი ელისაშვილი - გთუნის კანცლერი, შპს „ჯორჯია ინტერნეშენალ ედუქეიშენ ინვესტმენტ“-ის დირექტორი;
- თინათინ რუხაძე - კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “ეისითი”-ს (ACT) დამფუძნებელი და ხედვის ლიდი;
- მარიამ დარბაიძე - გთუნის კანცლერის მრჩეველი, განათლების ექსპერტი, დოქტორი, პროფესორი;
- სერგო ნოზაძე - HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტი.
ღონისძიების II სესია
- HR-ის როლი თანამედროვე მენეჯმენტში;
- HR–პოლიტიკა, დაგეგმვა, სტრატეგია როგორ გავხადოთ ადამიანური რესურსების მართვა უფრო ეფექტიანი.
მოდერატორი: ლალი ბალახაძე - გთუნის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
სპიკერები:
- თეა ნიკოლაშვილი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორი (Defence Institution Building School);
- დავით გუნაშვილი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი ადამიანური კაპიტალის მართვის საკითხებში;
- მაკა პეტრიაშვილი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- ნინო ბაქრაძე - პროფესიული განვითარების ტრენინგების ცენტრის დამფუძნებელი, ტრენერი, გთუნის ასისტენტ-პროფესორი.
დაინტერესებული პირებისთვის ფორუმზე დასწრება თავისუფალია, გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3FAjq9T
ღონისძიება გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში.
მისამართი: სამღერეთის ქუჩა, N5.