- აბიტურიენტები, რომლებიც პირველ ნომრად შემოხაზავენ 143 და ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა გრანტით და გადაიხდიან მხოლოდ 1 800 ლარს;
- აბიტურიენტები, რომლებიც მეორე ნომრად შემოხაზავენ 143 და ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა გრანტით და გადაიხდიან მხოლოდ 2 000 ლარს;
- ერთი სკოლიდან ჩარიცხულები, პირველ სასწავლო წელს, ისარგებლებენ შიდა გრანტით და გადაიხდიან მხოლოდ 2 000 ლარს;
- უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლის პერიოდში დედმამიშვილები ისარგებლებენ შიდა გრანტით და გადაიხდიან მხოლოდ 2 000 ლარს;
- ოქროს მედალოსანს და ვერცხლის მედალოსანს პირველივე სემესტრიდან დაენიშნება სტიპენდია. ოქროს მედალოსანი - 100 ლარი; ვერცხლის მედალოსანი - 80 ლარი;
- გთსუ-ის სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, უფასოდ, ერთი სემესტრის განმავლობაში, ისწავლოს ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამებით;
- დასაქმებულ სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს მოქნილი გრაფიკით;
- სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი გრაფიკით;
- უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია, სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, ერთი სემესტრის განმავლობაში.